სამუშაო ვიზიტი ესტონეთში

viziti estonetshi

სამუშაო ვიზიტი ესტონეთში

გამოქვეყნებულია: 14/02/2012

2012 წლის 14 თებერვალს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა მეიშვილი სამუშაო ვიზიტით ესტონეთში გაემგზავრნენ. 

ქართულმა მხარემ მიწვევა ესტონეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან და ესტონეთის მოსამართლეთა ასოციაციისგან მიიღო. შეხვედრები გაიმართება პიარნუს, ტარტუსა და ტალინის სასამართლოებში. კონსტანტინე კუბლაშვილი და ზაზა მეიშვილი ასევე შეხვედრებს გამართავენ ესტონეთის უზენაეს სასამართლოში, რომელიც ქ. ტარტუში მდებარეობს.

საქართველოსა და ესტონეთის სასამართლოებს შორის საქმიანი ურთოერთობა უკვე წლების მანძილზე გრძელდება, ასევე აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოსა და ესტონეთის მოსამართლეთა ასოციაციებიც.

ვიზიტი სამდღიანია და იგი 16 თებერვალს დასრულდება.

მაისი 2012

  • Previous month
  • Next month
მაისი 2012
Mo Tu We Th Fr Sa Su
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

sajaro

tamashi

სამართლებრივი ძეგლები

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა