საქართველოს უზენაესი სასამართლოს განცხადება

csv

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განცხადება

გამოქვეყნებულია: 27/03/2018

საქართველოს უზენაესი სასამართლო ეხმაურება უზენაესი სასამართლოს შენობასთან ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულის - რომან ნაკაშიძის მხარდამჭერების საპროტესტო აქციას, რომელთა მოთხოვნა იყო საკასაციო საჩივრის განხილვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2018 წლის 20 მარტს მიიღო გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ რომან ნაკაშიძის სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც გაგზავნილ იქნა მხარეებთან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 იანვრის განაჩენით რომან ნაკაშიძე ცნობილიქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260– მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 262– მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა), 260– მუხლის მეორე ნაწილით (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა), ამავე მუხლის მესამე ნაწილისქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 262– მუხლის 11ლი ნაწილითა (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ შემოტანა) და ამავე მუხლის მეორე ნაწილისქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა) წარდგენილ ბრალდებაში.

ქუთაისისსააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 აგვისტოს განაჩენით გაუქმდ გასაჩივრებული განაჩენი რომან ნაკაშიძის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ. რომან ნაკაშიძე ცნობილ იქნ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ–ის 262–ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ–ის 260–ე მუხლის მეორე ნაწილითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 262–ე მუხლის 11–ლი ნაწილითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით  და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრ8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მსჯავრდებულ რომან ნაკაშიძის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლაშა შუკაკიძის საკასაციო საჩივარი ცნო დაუშვებლად, ვინაიდან მიიჩნია, რომ იგი არ აკმყოფილებდა სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის კრიტერიუმებს. გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია და წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მსჯავრდებული პირის ბრალეულობას.

ივლისი 2018

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi