იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა...

rer

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შესახებ საჯარო კონფერენცია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 04/04/2018

დღეს, 4 აპრილს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა(USAID)და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებით, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში საჯარო კონფერენცია-,,მოსამართლეთა დამოუკიდებლობის სტანდარტები აშშ-სა და საქართველოში“ გაიმართა, რომელიც გახსნა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორი ლორა ბერგერი. ღონისძიებაზე მოხსენებით წარსდგა მოსამართლე ელისონ ქეი დანქენი, რომელიც პირველი აფრო-ამერიკელი ქალია, რომელიც დაინიშნა მეოთხე ფედერალური საოლქო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ და რომელიც აშს-ს მოსამართლეთა კონფერენციის მართლმსაჯულების სექტორის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტს თავმჯდომარეობს. მოსამართლე დანქენმა ვრცლად ისაუბრა იმის შეახებ, თუ რა ნაბიჯები გადადგა ამერიკამ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიღწევის გზაზე. ამერიკელმა მოსამართლემ ხაზი გაუსვა ამერიკის კონსტიტუციის მნიშვნელობას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის საქმეში ხელისუფლების შტოების დანაწილების პრინციპის საფუძველზე. როგორც მან აღნიშნა, ,,სასამართლო დამოუკიდებლობა კანონის უზენაესობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა, რომელიც განურჩევლად ყველა ადამიანს აძლევს რწმენას, რომ კანონი ყველაზე მაღლა დგას“.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე კონფერენციის მონაწილეებს ესაუბრა მოსამართლეთა დამოუკიდებლობის სტანდარტებზე საქართველოში. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეული წევრი მოსამართლე თამარ ონიანი კოლეგების წინაშე წარსდგა მოხსენებით ,,მოსამართლის დამოუკიდებლობა, გამოწვევები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლი მათ დაძლევაში“. საჯარო კონფერენციას ესწრებოდა მართლმსაჯულების სისტემის თითქმის ყველა წარმომადგენელი, რომლებიც ჩართულნი არან აღნიშნული სექტორის გაძლიერებაში. მთავრობის, პარლამენტის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები, დონორები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები და მოსამართლეები. საჯარო კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას მიეცა საშუალება გაცნობოდა ამერიკის შეერთბული შტატების გამოცდილებას მოსამართლეთა დამოუკიდებლობის სტანდარტების მიღწევის გზაზე და ემსჯელა, თუ როგორ შეუძლია სასამართლოს, როგორც ინსტიტუციას, უზრუნველყოს სასამართლო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და მთლიანობა დამოუკიდებლად ადმინისტრირების გზით.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ  ნინო გვენეტაძემ, რომელმაც დეტალურად ისაუბრა იმ უმნიშვნელოვანეს გამოწვევებზე, რაც დგას დფეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე და იმ დაგეგმილ ღონისძიებებზე, რამაც უნდა უზრუნველყოს ამ გამოწვევათა დაძლევა და დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სასამართლო ხელისულფების ჩამოყალიბება ჩვენს ქვეყანაში. ,,სასამართლო სტრატეგიით გათვალისწინებული რიგი ღიონისძიებების განხორციელება 2018 წლის განმავლობაში იგეგმება. ამ პროცესში სასამართლოს დიდ დახმარებას უწევენ დონორი ორგანიზაციები. მნიშვნელოვან დახმარებას უწევს სასამართლოს ამერიკის საელჩო, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო და ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი. მისასალმებელი და დასაფასებელია, რომ ჩვენ ხსირად გვსტუმრობენ ამერიკელი კოლეგები და თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ სხვადასხვა ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალშიც ინტენსუიურად გაგრძელდება ჩვენი ქვეყნების მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენელთა ურთიერთთანამშრომლობა, რაც თავის მხრივ დიდ როლს ითამაშებს სასამართლოსადმი ნდობის გაზრდასა და ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხის გაუმჯობესების საქმეში’. - განაცხადა ნინო გვენეტაძემ. კონფერენციის დასასრულს ამერიკელმა მოსამართლემ ელისონ დანქენმა ქართველი მოსამართლეებისათვის მასტერ-კლასი გამართა.

ბოლო სიახლეები

აპრილი 2018

  • Previous month
  • Next month
აპრილი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi