უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებმა...

ged

უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებმა ,,მომავლის გზის“ ბენეფიციარებს სააღდგომო საჩუქრები გადასცეს

გამოქვეყნებულია: 04/04/2018

დღეს 4 აპრილს, უზენაესი სასამართლოს თანამშრომლები დედაქალაქის ჩუღურეთის რაიონში მდებარე სოციალურად დაუცველ ბავშვთა  დღის ცენტრ ,,მომავლის გზის“ ბენეფიციარებს ესტუმრნენ, დამდეგი ხარებისა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულები მიულოცეს და სააღდგომო საჩუქრები გადასცეს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა და აპარატის თანამშრომელთა პირადი შემოწირულობით, ტრადიციულად ეწყობა საქველმოქმედო აქციები საშობაო და სააღდგომო დღესასწაულებზე სოციალურად დაუცველი, მიუსაფარი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ოჯახებისათვის. დღის ცენტრ ,,მომავლის გზის“ 50 ბენეფიციარს, რომლებიც სარგობლობენ ,,მომავლის გზის“ ორი დღის ცენტრის სერვისებით საბურთალოსა და ჩუღურეთის რაიონებში,  რომელთა ასაკი  6-დან 18 წლამდეა, სააღდგომოდ გადაეცათ არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები, სააღდგომო პასკები, კვერცხი, ჰიგიენური, სარეცხი-სადეზინფექციო საშუალებები, საბავშვო წიგნები და ხელსაქმისთვის საჭირო საკანცელარიო  ნივთები.

ბავშვებთან შეხვედრისას დაიგეგმა, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვთა დღის ცენტრ ,,მომავლის გზის“ ბენეფიციარები ესტუმრებიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიულ შენობას, დაათვალიერებენ მის ღირსშესანიშნაობებს, ეწვევიან მართლმსაჯულების მუზეუმს, ბიბლიოთეკას და შეხვდებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს.

სექტემბერი 2018

  • Previous month
  • Next month
სექტემბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi