ნორვეგიის მართლმსაჯულების წარმომადგენლები...

kyy

ნორვეგიის მართლმსაჯულების წარმომადგენლები საქართველოს უზენაეს სასამართლოს ეწვივნენ

გამოქვეყნებულია: 12/04/2018

დღეს, 12 აპრილს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ნორვეგიის სამეფოს მართლმსაჯულების სისტემის მაღალი წარმომადგენლობის დელეგაცია სტუმრობდა, ნორვეგიის უზენაესი სასამართლოს გენერალური მდივნის გიუნარ ბერგბის, ნორვეგიის გენერალური პროკურორის ტორ-აქსელ-ბუშის, იუსტიციის სამინისტროს ყოფილი გენერალური მდივნის მორტენ რუუდის და იურისტ ტერიე ააკვააგის შემადგენლობით.

სტუმრები შეხვდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საკასაციო, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატების მოსამართლეებს. შეხვედრას უძღვებოდა უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ როინიშვილი, რომელმაც ნორვეგიელ სტუმრებს გააცნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს გამოწვევები ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით.

უზენაესი სასამართლოს სტრუქტურაზე, ფუნქციებზე, აპელაციის შერჩევაზე და განაჩენის გამოტანის ინსტანციებზე დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საკასაციო პალატის მოსამართლემ და საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარემ პაატა სილაგაძემ.

ნორვეგიის სამეფოსთან მართლმსაჯულების მიმართულებით ურთიერთობისა და ნორვეგიის კანონის უზენაესობის მისიასთან (NORLAG)-თან ნაყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილებაზე დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი, რომელმაც კონკრეტული წინადადება შესთავაზა კოლეგებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის სამართლებრივი მხარდაჭერის პროექტის PROLOG-ის ანალოგიის მსგავსად, რომლის ფარგლებშიც ინტენსიურად მომდინარეობს ქართველ და ამერიკელ მოსამართლეთა და ექსპერტთა გაცვლა პროფესიული განათლების ამაღლებისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით როგორც აშშ-ში, ისე საქართველოში. დაიგეგმოს და ანალოგიურად განხორციელდეს გაცვლითი ვიზიტები ნორვეგიასთან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში კანომდებლობისა და სამართლებრივი პრაქტიკის ჰარმონიზაციის ფორმატში. ეკატერინე გასიტაშვილმა სტუმრებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია  რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რაც შეეხება საქართველოს სასამართლო სისტემაში საქმეთა ელექტრონული (შემთხვევითობის პრინციპით) განაწილების სისტემის დანერგვას, ევროპულ სამართლებრივ  სტანდარტებზე დაფუძნებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შექმნას და  ევროპული სასამართლო პრაქტიკის გამოყენებისა და დანერგვისათვის მიმდინარე მუშაობის პროცესს.  ნორვეგიის კანონის უზენაესობის მისიასთან (NORLAG)-თან  ურთიერთობის მეტად პოზიტიურ გამოცდილებაზე ისაუბრა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე გიორგი შავლიაშვილმა, რომელმა აღნიშნა, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მისიასთან, რომელიც 2006 წლიდან იღებს სათავეს მრავალ მნიშვნელოვან შედეგს ითვლის. მოსამართლე გიორგი შავლიაშვილმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სწორედ ამ ორგანიზაციასთან ურთერთობის ფარგლებში განხორციელდა მისი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის დროს სასამართლოს ვებ-პორტალის პროექტი და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში სასჯელის მაშინ ჯერ კიდევ გამოუყენებელი ფორმის -  საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის დანერგვა. მოსამართლემ გამოთქვა სურვილი, რომ მისიამ რომელმაც მრავალი სასიკეთო პროექტი განახორციელა ქართული მართლმსაჯულების სისტემისთვის, კვლავ გაარძელოს მუშაობა ამ მიმართულებით. სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოს სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმის სხვადასხვა ასპექტებით, საქმეთა ელექტრონული  (შემთხვევითი განაწილების) სისტემის დანერგვისა და მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხებით. ნორვეგიის დელეგაციას წევრები ასევე შეხვდნენ საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებს.

ბოლო სიახლეები

დეკემბერი 2018

  • Previous month
  • Next month
დეკემბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi