ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების...

bb

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მართლმსაჯულების, თავისუფლების და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 25/04/2018

2018 წლის 24 აპრილს ქალაქ ბრუსელში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მართლმსაჯულების, თავისუფლების და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის შეხვედრა გაიმართა.

ევროკავშირის დელეგაციიდან შეხვედრას ხელმძღვანელობდა დირკ შვებელ - აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, ხოლო საქართველოს დელეგაციას - ნუგზარ დუნდუა, იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის უფროსი.

სამუშაო შეხვედრაზე მიმოიხილეს 2017 წელს საქართველოს მთავრობისა და სასამართლო ხელისუფლების მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები და ღონისძიებები. 

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შეხვედრაზე წარმოადგენდა კომუნიკაციისა და კოორდინაციის ხელმძღვანელი ანა შალამბერიძე, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს გააცნო გასული წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო აქტივობებზე გაამახვილა ყურადღება. ანა შალამბერიძემ ისაუბრა საქართველოს პარლამენტის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მომზადებულ წინადადებებზე მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალებულების მიმართულებით, ასევე შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საერთო სასამართლოების სისტემაში უზენაესი სასამართლოს საინფორმაციო ტექნოგიების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.

მაისი 2018

  • Previous month
  • Next month
მაისი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi