თბილისმა BBCJ-ის ასოციაციის მე-3 კონგრესს...

ert

თბილისმა BBCJ-ის ასოციაციის მე-3 კონგრესს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია: 17/05/2018

16-17 მაისს, თბილისში, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“ ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის მე-3 კონგრესი ,,საკონსტიტუციო სასამართლოების როლი ევროპული ინტეგრაციის პროცესში“ გაიმართა, რომლის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი წელს საქართველოს ხვდა წილად.

კონგრესის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ბალტიისპირეთისა  და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოცისაციის თავმჯდომარე ზაზა თავაძე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კჯვირიკაშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, ვენეციის კომისიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ჰერდის თორგეირსდოტირი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ თავის გამოსვლაში ფართოდ მიმოიხილა ქართული მართლმსაჯულებისათვის გასული წელი და მიღწეული შედეგები, კერძოდ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შედეგად შექმნილი მართლსმსაჯულების ხუთწლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ემსახურება სასამართლოს დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, ხარისხის, ეფექტიანობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას.

საკონსტიუციო რეფორმაზე საუბრისას ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, ყველა ის მიღწევა, რომელმაც უზრუნველყო მოსამართლეთათვის უვადო გამწესების გარანტიები და განსაზღვრა უზენაესი სასამართლოს მოსამამღტთლეთა სავალდებულო მინიმალური რაოდენობა 28 მოსამართლით. ,,საკონსტიტუციო  ცვლილებებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები თანამდებობაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, საქართველოს პარლამენტის მიერ ინიშნებიან. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, რეფორმის მომდევნო ეტაპის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს, სწორედ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის გამჭვირვალე კრიტერიუმების შემუშავება და ღია კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა შერჩევა წარმოადგენს.“-განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. როგორც მან აღნიშნა, ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის 16-ე დამატებითი ოქმის ძალაში შესვლასთან ერთად, საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიენიჭათ უფლებამოსილება საკონსულტაციოდასკვნისმოთხოვნით  მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ისეთ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებითრომლებიცკონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების განმარტებას ან გამოყენებას გულისხმობს.

,,საკონსტიტუციო მართლმსაჯულებისა და უზენაესი სასამართლოს საქმიანობის განხორციელების გაუმჯობესება, ასევე მათი მჭიდრო თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან, უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის უფრო მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას ჩვენს ქვეყნებში.“ - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

მონაწილეებს მიმართეს ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის წევრი საკონსტიტუციო სასამართლოლოების თავმჯდომარეებმა: დაინუს ჟალიმასმა-ლიტვის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მიჰაი პოალელუნგმა-მოლდოვას რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, იულია ანა პშილემბსკამ-პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის თავმჯდომარემ, სტანისლავ შევჩუკმა - უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ. კონგრესის მუშაობა სამი სესიის ფარგლებში წარიმართა, პირველ სესიაზე, რომელიც ეძღვნებოდა ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროპულ კანონმდებლობასთან (Acquis  Communautaire), რომელსაც მოდერაციას უწევდა ლიტვის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დაინუს ჟალიმასი, მოხსენებით ,,ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია Acquis Communautaire-სთან“, წარსდგა უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე სტანისლავ შევჩუკი, მოლდოვას რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი ვიქტორია იფტოდი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ტურავამ ისაუბრა ,,ეროვნული კონსტიტუციური სტანდარტების დაახლოებაზე ევროკავშირის სამართალთან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით“, მეორე სესიის თემა გახლდათ ,,ევროპული ინტეგრაცია და კოსტიტუციური მართლმსაჯულება, რომელსაც მოდერაცია გაუწია უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ სტანისლავ შევჩუკმა, ამ თემის ირგვლივ მოხსენებები წარადგინესპოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის თავმჯდომარე იულია ანა პლიშემბსკამ - ,,ევროპული ინტეგრაცია და კონსტიტუციური მართლმსაჯულება“, ლიტვის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დაინიუს ჟალიმასმა - ,,ევროპული ინტეგრაცია და კონსტიტუციური მართლმსაჯულება: ლიტვის გამოცდილება“ და სხვა მომხსენებლებმა. მესამე სესიაზე, რომელიც მიეძღვნა ეროვნულ კონსტიტუციურ შეზღუდვებს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, მოხსენებები წარადგინეს მიჰაი პოალელუნგმა - მოლდოვას რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ - ,,კონსტიტუციური იდენტობა როგორც შეზღუდვა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში: გამოცდილება პატარა სახელმწიფოებისთვის“, დაინუს ჟილიმასმა - ლიტვის რესპუბლიკის საკონსტირუციო სასამართლოს თავმჯდომარემ - ,,ლიტვის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაწესებული შეზღუდვები ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში“ .

მოხსენებების დასასრულ კონგრესის მონაწილეებმა შეაჯამეს სესიათა მსვლელობისას განხილული საკითხები.

ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის მე-3 კონგრესის მუშაობა 17 მაისს დასრულდება.

ოქტომბერი 2018

  • Previous month
  • Next month
ოქტომბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi