სტრასბურგს უზენაესი სასამართლოს დელეგაცია...

jy

სტრასბურგს უზენაესი სასამართლოს დელეგაცია ეწვევა

გამოქვეყნებულია: 20/05/2018

მიმდინარე წლის 22-24 მაისს, სტრასბურგში,ევროსაბჭოს პროექტის ,,მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში,  გაიმართება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა და ,,ზამთრის სკოლის“ მონაწილეთა ვიზიტი, რომლის შემადგენლობაშიც არიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა, სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეები ეკატერინე გასიტაშვილი და ზურაბ ძლიერიშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ანალიტიკური დეპარტამენტისა და უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლები, უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური დეპარტამენტისა და კომუნიკაციისა და კოორდინაციის მიმართულების ხელმძღვანელები, ევროსაბჭოს სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის წარმომადგენლები.

შეხვედრები გაიმართება ევროპის საბჭოს სტრუქტურების წარმომადგენლებთან და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. დელეგაცის წევრებს უმასპინძლებენ სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატიდან საიმონ ტონელი,  მართლმსაჯულების რეფორმის 1 სექტორის უფროსი, სამართლებრივი თანამშრომლობის განყოფილებიდან (DGI), ევროპული კომისიის წარმომადგენელი დემოკრატიისათვის სამართლის მეშვეობით (ვენეციის კომისიია) ზია ტანიარი, ადამიანის უფლებათა პოლიტიკისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

შეხვედრები დაგეგმილია აგრეთვე ექსპერტთა ჯგუფთან ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მიმართულებით, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფთან, სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.

უზენაესი სასამართლოს დელეგაციის წევრები დაესწრებიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსმენებს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ.

დელეგაციის წევრები თბილისში 28 მაისს დაბრუნდებიან.

ოქტომბერი 2018

  • Previous month
  • Next month
ოქტომბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi