გამოვიდა უზენაესმა სასამართლოს ორი ახალი...

kh

გამოვიდა უზენაესმა სასამართლოს ორი ახალი კრებული სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე

გამოქვეყნებულია: 25/05/2018

უზენაესი სასამართლოს ეროვნული სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებამ გამოსცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა ორი ახალი კრებული სამოქალაქო (2018  # 1)  და ადმინისტრაციულ (2018  # 1-3)  საქმეებზე.

სამოქალაქო საქმეებზე გამოცემული კრებული ეძღვნება მემკვიდრეობითი სამართლის ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამკვიდროს მიღება, მიღებაზე უარის თქმა, უღირსი მემკვიდრე, სახელმწიფოს უარის დაუშვებლობა სამკვიდროს მიღებაზე, კრედიტორების დაკმაყოფილება მემკვიდრეთა მიერ და სხვა.

სისხლის სამართლის საქმეებზე კრებული აერთიანებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ზოგადი ნაწილიდან _ სასჯელის მიზნები და სახეები, სასჯელის დანიშვნა, პირობითი მსჯავრი, შეწყალება და ნასამართლობა, კერძო ნაწილიდან _ დანაშაული სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, აგრეთვე სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ.

იხილეთ:

2018 წლის # 1 გადაწყვეტილებათა კრებული სამოქალაქო საქმეებზე

2018 წლის # 1-3 გადაწყვეტილებათა კრებული სისხლის სამართლის საქმეებზე

ივნისი 2018

  • Previous month
  • Next month
ივნისი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi