პრესრელიზი

brt

პრესრელიზი

გამოქვეყნებულია: 12/06/2018

2017 წლის 23 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში შემოვიდა როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის  განჩინებაზე; მოწინააღმდეგე მხარეები -საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გიორგი პაპუაშვილი (საქმე #ბს-496-493(კ-17).

კასატორი როლანდ ბლადაძე წარმოადგენს მოსარჩელეს, რომელმაც სარჩელი აღძრა სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარეების მიმართ და მოითხოვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გიორგი პაპუაშვილს შორის 2007 წლის 21 ივნისს,  ქ. ბათუმში, ერას ქ. #37-ში მდებარე #8 ბინაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგების ბათილად ცნობა, გიორგი პაპუაშვილის არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად ცნობა.

მოსარჩელის მითითებით, სახელმწიფოს მიერ გიორგი პაპუაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების ფორმით სიმბოლურ ფასად (1000 ლარად) გადაცემული ქონება წარმოადგენს მისთვის აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით ჩამორთმეულ ქონებას, რომლის ჩამორთმევა და შემდეგ გიორგი პაპუაშვილისათვის გადაცემა სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდა უკანონოდ. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნულს ადასტურებს აჭარის ა/რ პროკურატურის 2013 წლის 12 აპრილის დადგენილება დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის გამო მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული დადგენილება ნათელს ხდის, რომ 2004 წელს მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, რომელიც საფუძვლად დაედო აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებას, განხორციელდა უკანონოდ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განჩინებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ რ. ბლადაძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და ცნობილ იქნა დასაშვებად.

საკასაციო სასამართლომ 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინებით დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა, რომლის უპირველესი მიზანი იყო მხარეთა შორის მორიგების მიღწევა.

მხარეთა მორიგების მიზნით საკასაციო სასამართლომ  სხდომები გამართა 2018 წლის 24 იანვარს, 9 მარტს, 3 აპრილს, 12 აპრილს, 26 აპრილს, ხოლო 2018 წლის 4  და 11 მაისის სხდომები მიეძღვნა საქმის არსებით განხილვას. ამავე სხდომებზე ასევე განიხილებოდა საქმის მორიგებით დასრულების შესაძლებლობა.

2018 წლის 11 ივნისს როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარზე საქმის განხილვა დასრულდა მხარეთა მორიგებით.

საქმეს იხილავდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა შემდეგი შემადგენლობით: ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე), მოსამართლეები: ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი.

ბოლო სიახლეები

აგვისტო 2018

  • Previous month
  • Next month
აგვისტო 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi