ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ...

muy

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენებაზე სამუშაო შეხვედრები დასრულდა

გამოქვეყნებულია: 15/06/2018

დღეს, 15 ივნისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ,,საქართველოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერება“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა  ,, ეფექტიანი  ანალიტიკური მუშაობა და სამართლებრივი კვლევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით“ გაგრძელდა.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ გიორგი შავლიაშვილმა და პროექტის უფროსმა ოფიცერმა, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენელმა  გიორგი გიორგაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეები, აგრეთვე ანალიტიკური განყოფილებების თანამშრომლები.  

ევროპის საბჭოს კონსულტანტი და მთავარი მომხსენებელი ნინო ხაინდრავა შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქართველოსთან მიმართებაში არსებული პრეცედენტული სამართლის მიმოხილვა, საქართველოსთან კავშირში არსებული კომუნიცირებული საქმეები - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საფუძველზე კვლევის  მასალების მომზადების დროს გასათვალისიწინებელი მინიშნებები, ციტირების სტანდარტები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მაგალითზე, ციტირების სტანდარტები ეროვნული სასამართლო გადაწყვეტილებების მაგალითზე.

ევროკავშირის სასამართლოს მხარდჭერის პროექტის ექსპერტმა ლალი ჩხეტიამ და უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსმა მაკა კვაჭაძემ ისაუბრეს ევროსასამართლოს სტანდარტების დანერგვაზე ეროვნულ სასამართლო პრაქტიკაში - ანალიტკური ცენტრის საქმიანობაზე, რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკოორდინაციო მექანიზმის დაარსების მიზნით მოსამზადებელ სამუსაოებზე, HUDOC-ის მონაცემთა ბაზის ქართულ ინტერფეისზე, უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის საქმიანობის შესახებ. შეხვედრის დასასრულს მონაწილოეებმა შეაჯამეს განხილული საკითხები და გამართეს დისკუსია.

სექტემბერი 2018

  • Previous month
  • Next month
სექტემბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi