სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომის...

dp

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში ადვოკატებს მოუსმინეს

გამოქვეყნებულია: 02/07/2018

დღეს, 2 ივლისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში, რომელსაც უძღვებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა, ადვოკატებს: ააიპ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის გამგეობის წევრს გიორგი სვანაძეს, ორგანიზაცია საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის გამგეობის თავმჯდომარეს დავით ლანჩავას და ბიზნესომბუდსმენის მოადგილეს ზურაბ ძნელაშვილს  მოუსმინეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატების მოსამართლეები, თანაშემწეები და უზენაესი სასამართლოს აპარატის თანამშრომლები.

შეხვედრაზე განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარება სამოქალაქო საქმეებზე საერთაშორისო კერძო და საერთაშორისო სამოქალაქო საპროცესო სამართლის კონტექსტში, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულება, უცხო ქვეყნის სამართლის გამოყენება საქართველოს სასამართლოს მიერ, მოკლედ-საერთაშორისო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულება, უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის და აღსრულების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა, სალიზინგო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხები და უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა.

ბოლო სიახლეები

ნოემბერი 2018

  • Previous month
  • Next month
ნოემბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi