ნინო გვენეტაძემ OGP-ის სამიტის მუშაობაში...

d

ნინო გვენეტაძემ OGP-ის სამიტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

გამოქვეყნებულია: 19/07/2018

ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური ფორუმი, რომელსაც რამდენიმე დღეა 2018 წლის თავმჯდომარე ქვეყნის დედაქალაქი თბილისი მასპინძლობს, წარმატებით გრძელდება.

დღეს, 19 ივლისს, ამ ფორუმის ფარგლებში, საპანელო სესია ,,მეტად ღია სასამართლო“ გაიმართა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდნენ მართლმსაჯულების რეფორმებზე მომუშავე საერთაშორისო ექსპერტები და სარეფორმო პროცესის ხელმძღვანელები, გამომსვლელები: სესიის მოდერატორი აღმოსალეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის PROLOG-ის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ოფიცერი, გაეროს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების წარმომადგენელი ტატიანა მალისოვა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორი ეკატერინე ციმაკურიძე და ქეიფთაუნის უნივერსიტეტის წარმომადგენელი სამხრეთ აფრიკიდან ალისონ ტილი. 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ  ნინო გვენეტაძემ ფორუმის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა დღეს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებისა და იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა გადალახვაც უნდა განხორციელდეს 2017-2021 წლების მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში.ნინო გვენეტაძემ ისაუბრა თუ როგორ არის უზრუნველყოფილი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში და მის მიღმა, როგორ მიმდინარეობს კანდიდატთა შერჩევა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობაში საჯარო მონაწილეობა, რეგულარული და გაფართოებული სხდომები, საჯარო დისკუსიაში ჩართულობა,  მედიის დაშვება და გაშუქება როგორც საბჭოს სხდომებში, ისე კანდიდატთა ინტერვიუირებისას. საპანელო გამომსვლელებმა განიხილეს საკითხები სამოსამართლო საბჭოების მიღწევებისა და გამოწვევევბის, მათი მუშაობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების, სამოსამართლო თანამდებობაზე დანიშვნის გამჭვირვალობის, მედია ჩართულობისა და საბჭოს სხდომებში მისი მონაწილეობის შესახებ. გამომსვლელებმა იმსჯელეს თუ რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით  OGP-ს ფარგლებში. ფორუმის მონაწილეებს მიესლმა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი, რომელმაც  ისაუბრა აშშ-ს  იმ კონკრეტული პროექტების მხარდაჭერაზე, რომლებიც მიმდინარეობს სასამართლო რეფორმის მიმართულებით.

ღია მმართველობის პარტნიორობა (Open Government Partnership – OGP) 2011წელს დაარსდა და საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც იმავე წელს შუერთდა. დღეს პარტნიორობას 76 წევრი ქვეყანა ჰყავს და მის თავმჯდომარე ქვეყნად 2018 წელს საქართველო იქნა არჩეული. პარტნიორობის პრინციპებია: გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მოქალაქეთა მონაწილეობა და ინოვაცია.

ბოლო სიახლეები

აგვისტო 2018

  • Previous month
  • Next month
აგვისტო 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi