თელავსა და სიღნაღში სასამართლოთა...

dd

თელავსა და სიღნაღში სასამართლოთა განახლებული შენობები და ახალი ფლიგელი გაიხსნა

გამოქვეყნებულია: 19/07/2018

დღეს, 19 ივლისს, თელავის რაიონული სასამართლოს  ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ფუნქციონირებისათვის სპეციალურად განკუთვნილი ახალი ფლიგელი და სიღნაღის რაიონული სასამართლოს განახლებული შენობა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ, თელავის და სიღნაღის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეებმა (მარიამ ცერცვაძემ და ვალერი ბუგიანიშვილი) და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარემ შოთა ქარჩავამ გახსნეს.

ღონისძიებას  დაესწრნენ საქართველოში აშშ-ს საელჩოს მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში მაიკლ გრანტი,  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მედიის წარმომადგენლები.

თელავის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სამშენებლო სამუშაოები. სასამართლოს უკანა მთელ პერიმეტრზე მოეწყო არმირებული კედელი. მომატებული საერთო ფართი დაახლოებით 600 კვ.მ შეადგენს, ხოლო შენობა 280 კვ.მ ფართზეა აშენებული.  სასამართლოს ახლადაშენებულ ფართში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტისათვის განკუთვნილი სივრცე მოწყობილია აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ხელშეწყობით, თანამედროვე დასავლური მიდგომების გათვალისწინებით, ე.წ. „Corner Courtroom“ და აკმაყოფილებს საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტებს.  ახლადაშენებული შენობა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და შესაბამისი ავეჯით. პროექტის საერთო ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 544 704,63 ლარი.

სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაკვეთით სიღნაღის რაიონულ სასამართლოში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა არსებული ავარიული ორსართულიანი მიშენების დემონტაჟი, დემონტირებული ფართის ადგილზე აშენდა უფრო ფართო, სამსართულიანი მიშენება. მიმატებული საერთო ფართი დაახლოებით 150 კვ.მ შეადგენს.

რეაბილიტირდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს შენობის ფასადი, მოეწყო შენობის გარე განათების სისტემა, ნაწილობრივ რეაბილიტირდა არსებული სასამართლოს შენობა, შეიცვალა შენობის დაზიანებული სახურავი. სიღნაღის რაიონული სასამართლოს ახალ აშენებულ ფართში განთავსდა ოთხი სამუშაო ოთახი, სასამართლოს არქივი, სხდომათა დარბაზი და საიდუმლო საქმისწარმოების ოთახი, ასევე გაიმართა სახანძრო სიგნალიზაცია, შშმპ პირთათვის მოეწყო სპეციალური პანდუსი. პროექტის მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 363 218,03 ლარი.

ოქტომბერი 2018

  • Previous month
  • Next month
ოქტომბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi