ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ...

htfg

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული ახალი გადაწყვეტილებები

გამოქვეყნებულია: 30/07/2018

უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა თარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2018 წლის 28 ივნისსა და 19 ივლისს საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების სამართლებრივი შეჯამება საქმეებზე ,,ჭოხონელიძე საქართველოს წინააღმდეგ’’ და ,,სარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ’’.

ჭოხონელიძის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის 6 § 1 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევა დაადგინა და მიიჩნია, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ არ განიხილეს დაცვის მხარის დასაბუთებული მტკიცება დანაშაულის პროვოკაციის შესახებ.

რაც შეეხება სარიშვილი-ბოლქვაძის საქმეს,  სტრასბურგის სასამართლომ კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა დაადგინა და მიიჩნია, რომ საქართველომ ვერ შეასრულა დაკისრებული პოზიტიური ვალდებულება, პაციენტთა სიცოცხლის დასაცავად, უზრუნველეყო ფუნქციონალურად ეფექტური მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო; აგრეთვე, სტრასბურგის სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო სამართალწარმოება არ იყო კონვენციის მოთხოვნების შესაბამისი, ვინაიდან ეროვნული კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა  მორალური ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას იმ პირებისთვის, რომელთა ახლო ნათესავები სამედიცინო დაუდევრობის შედეგად გარდაიცვალნენ. ამ საკითხთან მიმართებით, სასამართლომ ხაზი გაუსვა ეროვნულ დონეზე სამოქალაქო საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას.

იხილეთ გადაწყვეტილებები:

ჭოხონელიძე საქართველოს წინააღმდეგ

სარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ

სექტემბერი 2018

  • Previous month
  • Next month
სექტემბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi