სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის (Amicus...

aa

სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის (Amicus Curiae) როლი სამართალწარმოების პროცესში

გამოქვეყნებულია: 18/09/2018

მართლმსაჯულების ეფექტიანი ადმინისტრირება ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს ცენტრალური ნაწილია, რომლის გარეშეც წარმოუდგენელი იქნებოდა სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობა. მართლმსაჯულების ეფექტიანად და ხარისხიანად განხორციელება არ წარმოადგენს აბსტრაქტულ, მხოლოდ დოქტრინალურ-სამართლებრივ კატეგორიას, არამედ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მის პრაქტიკულ რეალიზაციას სასამართლო სისტემისადმი საზოგადოებრივი ნდობის განმტკიცებისა და მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის ამაღლების კუთხით.

დასახელებული ამოცანების შესასრულებლად, როგორც კონტინენტალური ევროპის, ისე საერთო სამართლის სისტემის მქონე ქვეყნებში სასამართლო მეგობრის ინსტიტუტი კარგად აპრობირებულ პრაქტიკად გვევლინება. იგი პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს სასამართლო სისტემის ფუნქციონირებაზე. ამ ინსტიტუტის დადებითი ეფექტი ვლინდება სწორედ სახელმწიფო მართლმსაჯულების ეფექტურობის ზრდასა და მართლმსაჯულების ადმინისტრირების პროცესში საზოგადოების ჩართულობის ამაღლებაში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების კვლევისა და ანალიზის ცენტრის ფარგლებში მომზადდა კვლევა “სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის (Amicus Curiae) როლი სამართალწარმოების პროცესში”.

წინამდებარე ნაშრომის მიზანს წარმოდგენს, სასამართლო მეგობრის ინსტიტუტის მიმოხილვა და მისი როლის წარმოჩენა სამართალწარმოების პროცესში. შესაბამისად, კვლევაში განხილულია ამ ინსტიტუტის განვითარება საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, აგრეთვე, Amicus Curiae-ს სასამართლო პრაქტიკაში გამოყენების სიღრმისეული ანალიზი.

იხილეთ კვლევა სრულად

ბოლო სიახლეები

დეკემბერი 2018

  • Previous month
  • Next month
დეკემბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi