უზენაეს სასამართლოს ტაჯიკეთის და ბელორუსიის...

reg

უზენაეს სასამართლოს ტაჯიკეთის და ბელორუსიის დელეგაციები ეწვივნენ

გამოქვეყნებულია: 10/10/2018

9 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ტაჯიკეთისა და ბელორუსიის სასამართლო სისტემების წარმომადგენელთა გაერთიანებული დელეგაციები ეწვივნენ, რომლებიც საქართველოში სასწავლო გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან.

სასწავლო ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ბავშვზე ორიენტირებული სასამართლო სისტემის განვითარების გაცნობა საქართველოში.

დელეგაციათა წევრები შეხვდნენ საქართველოს უზენაესი, თბილისის  სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოთა სისხლის სამართლის, კერძოდ არასრულწლოვანთა საქმმების განმხილველ მოსამართლეებს, რომლებმაც ტაჯიკ და ბელორუს კოლეგებს დეტალურად გააცნეს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არასრულწლოვანთა კოდექსის შექმნის და პრაქტიკაში დანერგვის უმნიშვნელოვანესი ასპექტები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საკასაციო პალატის მოსამართლემ პაატა სილაგაძემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების როლსა და მხარდაჭერას საქართველოში არასრულწლოვანთა კოდექსის შექმნასა და მართლმსაჯულების სისტემაში დანერგვაში, აღნიშნა, რომ  კოდექსის პრაქტიკაში მოქმედების პროცესში მუდმივად მიმდინარეობს ხარვეზებზე მუშაობა მათი აღმოფხვრისათვის.

სტუმართა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველ  მოსამართლეთა სწავლებისა და გადამზადების პროცესმა, ფსიქოლოგების ჩართულობამ და სასწავლო მოდულებმა ამ მიმართულებით,  განრიდებისა და საზოგადოებაში არასრულწლოვანთა შემდგომი რესოციალიზაციის საკითხებმა, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ეკა არეშიძემ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ თამარ ალანიამ ისაუბრეს. ტაჯიკეთისა  და ბელორუსიის დელეგაციებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს მთავარი პროკურატურის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, მედიაციის სახლის, რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და სხვა  უწყებათა წარმომადგენლებთან.

უზენაეს სასამართლოში გამართული შეხვედრის შემდეგ ტაჯიკეთისა და ბელორუსიის დელეგაციათა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმი და ისტორიული შენობა.

ოქტომბერი 2018

  • Previous month
  • Next month
ოქტომბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi