ეუთოს მისიის წარმომადგენლები ...

dp

ეუთოს მისიის წარმომადგენლები ადმინისტრაციული პალატის მოსამართლეებს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია: 10/10/2018

9 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმო- მადგენლები ეწვივნენ, მისიის ხელმძღვანელის მოადგილის მეგან ფიცერალდის მეთაურობით. მისიის წევრები საქართველოში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მანდატის ფარგლებში იმყოფებიან.

დელეგაციის წევრებს შეხვდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  პალატის მოსამართლეები, პალატის თავმჯდომარე ვასილ როინიშვილი და  მოსამართლეები მაია ვაჩაძე და ნუგზარ სხირტლაძე.

მისიის წევრები დაინტერესდნენ საქართველოს სასამართლო სისტემის მზაობით მოახლოებული არჩევნებისადმი და იმ კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებებით, რაც სასამართლოში საარჩევნო დავების განხილვას უკავშირდება. ადმინისტრაციულ საქმეთა  პალატის მოსამართლეებმა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით.

ბოლო სიახლეები

დეკემბერი 2018

  • Previous month
  • Next month
დეკემბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi