ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი...

f

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი მზია თოდუამ მიიღო

გამოქვეყნებულია: 26/10/2018

დღეს, 26 ოქტომბერს,საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, უზენაესი სასამართლოს  სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ მზია თოდუამ, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ევროკავშირის სამართლებრივი პროგრამების მენეჯერი პიტერ დენისი მიიღო.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმის მნიშვნელოვან ასპექტებზე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ევროკავშირის ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით.

აღინიშნა, რომ ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებს ახალი წესის მიხედვით აირჩევენ და მათი რიცხვი 28 მოსამართლით განისაზღვრება.  ელჩი კარლ ჰარცელი დაინტერესდა მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებითა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებით. მზია თოდუამ დეტალურად ისაუბრა   მოსამართლეთა შერჩევის მთავარ კრიტერიუმებზე პროფესიონალიზმსა და მიუკერძოებლობაზე, სტუმრებს გაუზიარა თავისი მოსაზრებები არსებულ კრიტერიუმებთან დაკავშირებით და მათი სრულყოფის გზებზე.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო პროგრამების სრულყოფაზე, მოსამართლეთა სწავლებისა და ტრენინგების გაგრძელების აუცილებლობაზე.

ბოლო სიახლეები

იანვარი 2019

  • Previous month
  • Next month
იანვარი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi