ქალ მოსამართლეთა როლს სასამართლო სისტემაში...

j

ქალ მოსამართლეთა როლს სასამართლო სისტემაში კონფერენცია მიეძღვნა

გამოქვეყნებულია: 08/11/2018

5 ნოემებერს, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“, ევროპის საბჭოს პროექტის ,,სასამართლოს რეფორმის მხარადაჭერა საქართველოში“, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამა PROLOG-ისა და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ერთობლივი ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია ,,ქალ მოსამართლეთა როლი სასამართლო სისტემაში“ გაიმართა, რომელიც გახსნა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ.   

კონფერენციის მიზანი გახლდათ ქალ მოსამართლეთა გაძლიერება, პროფესიული გამოცდილებისა და წარმატებული მაგალითების გაზიარების გზით, ასევე იმ უპირატესობის ჩვენება, რაც სასამართლო ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე ქალთა თანაბარ წარმომადგენლობას ახლავს.

2018 წლის ოქტომბრის მონაცემებით საქართველოში მოსამართლეთა საერთო რაოდენობა 306-ს შეადგენს, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის 53,3% ქალი მოსამართლეა, მათი წარმომადგენლობა მენეჯერულ პოზიციებზე ბევრად დაბალია. 26 სასამართლოს თავმჯდომარიდან მხოლოდ 4 ქალია, 9 პალატის თავმჯდომარიდან მხოლოდ 2 ქალი, ხოლო კოლეგიის ყველა თავმჯდომარე მამაკაცია.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ, რომელმაც დეტალურად ისაუბრა ისტორიულად ქალის უმნიშვნელოვანეს როლზე საქართველოში თამარ მეფის მაგალითზე და აღნიშნა, რომ ქალები ყოველთვის განსაკუთრებულ როლს თამაშობდნენ სასამართლო სისტემაში, ახლაც  უმრავლესობაში არიან, თუმცა მენეჯერულ პოზიციებზე მათი როლის გამყარება და გააქტიურება ხელს შეუწყობდა სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას და განვითარებას. ასევე აღინიშნა, რომ მამაკაცი მოსამართლეები მათ გვერდით არიან და ქალის როლის გააქტიურება არანაირად არ ითვალისწინებს მათი მდგომარეობის დაკნინებას. როგორც მოსამართლე მზია თოდუამ აღნიშნა, ქალი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არის უფრო ორგანიზებული, მობილიზებული, გაწონასწორებული, რაც მეტად დადებითად აისახება სასამართლო პროცესის შედეგზე. ,,ჩვენი საბოლოო მიზანი უნდა იყოს ის, რომ ქალის როლის ამაღლებამ საბოლოოდ მოიტანოს ქართული სასამართლო სისტემის განვითარება“,- განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

სასამართლო სისტემაში ქალების თანაბარი მონაწილეობის მნიშვნელობაზე, კერძოდ ,,აშშ-ს გამოცდილებაზე ნაგულისხმევ მიკერძოებასთან დაკავშირებით“ ისაუბრა აშშ-აშშ-ს მოსამართლეთა კონფერენციის, მოსამართლეთა საერთაშორისო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ მოსამართლე ელისონ ქეი დანქენმა. ევროპის საბჭოს ექსპერტმა მოსამართლე ანეტა არნაუდოვსკამ მაკედონიიდან, ისაუბრა თემაზე ,,გენდერული პრობლემები ევროპული ქვეუნების სასამართლოებში: CCJE-ს კითხვარის წინასწარი შედეგები“, მოხსენება თემაზე ,,როგორ აძლერებს ქალების პერსპექტივა მართლმსაჯულების ხარისხს“, წარმოადგინა ევროკავშირის სასმართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტის ექსპერტმა, არასრულწლოვანთა და საოჯახო საქმეების განმხილველი მოსამართლეებისა და მაგისტრატების საერთაშორისო ასოციაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ლონდონელმა მოსამართლემ ავრილ კალდერმა. კონფერენციის მეორე და მესამე სესიები შესაბამისად მიეძღვნა შემდეგ თემებსა და საკითხებს: გენდერული სტერეოტიპების ფორმირების გავლენა კარიერულ წინსვლაზე, სადაც მოხსენებით გამოვიდნენ ევროპის საბჭოს ექსპერტი კატიცა არტუკოვიჩი, მაგისტრატი ავრილ კალდერი და  ევროკავშირის სასამართლო მხარადაჭერის პროექტის ექსპერტი , ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

მეორე სესიის ფარგლებში თემაზე:  გენდერული მრავალფეროვნების გავლენა გადაწყვეტილების (სამოსამართლო) მიღების პროცესში, მოხსენებები წარმოადგინეს მოსამართლე სუზან ოლგერდმა, ატუნდას რაიონული სასამართლო, დიდი სტოკჰოლმი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ ,მოსამართლე რენატე ვინტერმა, მაგისტრატმა ავრილ კალდერმა, მოსამართლე ელისონ ქეი დანქენმა.

სესიას მოდერაციას უწევდა ქალთა უფლებადამცველი ანა არგანაშვილი. კონფერენციის დასრულების შემდგომ მონაწილეთათვის მიღება გაიმართა საქართველოს უზენაესს სასამართლოში.

ბოლო სიახლეები

ნოემბერი 2018

  • Previous month
  • Next month
ნოემბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi