მოსამართლეები ევროსაბჭოს საპარლამენტო...

gg

მოსამართლეები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდნენ

გამოქვეყნებულია: 09/11/2018

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ვასილ როინიშვილი  და ამავე პალატის მოსამართლეები მაია ვაჩაძე და ნუგზარ სხირტლაძე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ რუმინეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და რუმინეთის წარმომადგენელი  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სენატორი ტიტუს კორლატეანი, შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მონიტორინგის კომიტეტის წევრი კერსტინ ლუნდგრენი, ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ქრისტიან ურსე და მონიტორინგის კომიტეტის სამდივნოს უფროსის მოადგილე ბას კლეინი.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია რეგულარულად სტუმრობს საქართველოს მოქმედი ფორმატის ფარგლებში, რომელიც მოქმედებს საქართველოს ევროსაბჭოს წევრის სტატუსიდან გამომდინარე. მონიტორინგის კომიტეტის წევრები ახდენენ მონიტორინგს ყველა იმ პროცესზე, რაც საქართველოში მიმდინარეობს და აკეთებენ სიღრმისეულ  ანალიზს სახელმწიფო უწყებების მხრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ საქართველოს სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებით და კონკრეტულად იმ მოსაზრებებით, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქართული მართლსმსაჯულების სისტემა გახდეს უფრო დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი.

ქართველმა მოსამართლეებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მონიტორინგის კომიტეტის წევრებს სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით და ამომწურავი პასუხი გასცეს დელეგაციის წევრთა შეკითხვებს, გაუზიარეს კოლეგებს მოსაზრებები თუ რა უნდა გაკეთდეს დამატებით სასამართლო ხელისუფლების გაძლერებისთვის საქართველოში.

დელეგაციის წევრთა ინტერესი გამოიწვია სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის ფუნქციონირების თემამ და ხარვეზებმა, რომელიც ჯერ კიდევ ახლავს ამ მეთოდის დანერგვას სასამართლოში.

ბოლო სიახლეები

დეკემბერი 2018

  • Previous month
  • Next month
დეკემბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi