ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭომ...

werte

ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭომ (CCJE)

გამოქვეყნებულია: 14/11/2018

„მოსამართლეთა კორუფციის პრევენციის შესახებ“ #21 დასკვნა მიიღო

7-9 ნოემბერს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) მე-19 პლენარული სესია გაიმართა. სესიის მუშაობაში მონაწილებდა CCJE-ს წევრი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური.

სესიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტვით მიმართა ხორვატიის იუსტიციის მინისტრმა დრაჟენ ბოშნიაკოვიჩმა, რომელმაც გამოთქვა კმაყოფილება, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ხელმძღვანელობის ფარგლებში ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობა წილად ხვდა ხორვატიას (იხ. https://www.coe.int/en/web/ccje/-/19th-plenary-meeting-of-the-ccje-from-7-to-9-november-2018-in-zagreb-croatia-)

2018 წლის განმავლობაში ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს დავალებით საბჭოს 12 წევრისაგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მიერ (რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდა მოსამართლე ნინო ბაქაქური) მომზადდა #21 დასკვნის პროექტი „მოსამართლეთა შორის კორუფციის პრევენციის შესახებ“.

აღნიშნული პროექტი განხილულ იქნა მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს წევრთა სამდღიანი ინტენსიური დისკუსიის ფორმატში და ერთხმად დამტკიცდა საკონსულტაციო საბჭოს მიერ.

CCJE #21 (2018) დასკვნა „მოსამართლეთა შორის კორუფციის პრევენციის შესახებ“, გამოხატავს ევროპის საბჭოს წევრი 47 სახელმწიფოს მოსამართლეების დამოკიდებულებას მოსამართლეთა შორის კორუფციის პრობლემისადმი, მათ ხედვას მოსამართლეთა კორუფციის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში თითოეული მოსამართლის როლის თაობაზე.

დასკვნა მოიცავს კორუფციის ფართო განმარტებას და მასში მოიაზრებს არა მხოლოდ ქრთამის აღებას მოსამართლის მიერ ან სისხლის სამართლის წესით დასჯად სხვა კორუფციულ დანაშაულს, არამედ ნებისმიერ უპატიოსნო, თაღლითურ და არაეთიკურ ქმედებას მოსამართლის მხრიდან (dishonest, fraudulent or unethical conduct by a judge) პირადი სარგებელის ან მესამე მხარისათვის სარგებლის მიღების მიზნით.  დასკვნა შედგება შესავლისა და 3 თავისაგან: კორუფციის დეფინიციის, მოსამართლეთა შორის კორუფციის თავიდან აცილების (პრევენციის) ღონისძიებებისა და კორუფციის შესახებ საზოგადოებაში არსებული წარმოდგენების შესახებ.

CCJE #21 (2018) დასკვნის დამტკიცების შემდგომ სესიამ მოისმინა ინფორმაცია ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში საბჭოს მიერ შემუშავებული დასკვნების გამოყენებისა და მათ შესახებ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებზე, მათ შორის ინფორმაცია 2018 წლის ზაფხულში ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის ორგანიზებით CCJE დასკვნების ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოქვეყნების, აგრეთვე, მათი პრეზენტაციის თაობაზე, რომელშიც მონაწილეობდა CCJE-ს პრეზიდენტი, მოსამართლე დურო სესა.

სესიამ მიიღო გადაწყვეტილება მომავალ წელს #22 დასკვნის მომზადების შესახებ მოსამართლეთა თანაშემწეების საქმიანობის თაობაზე და შექმნა ახალი სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრადაც სხვა მოსამართლეებთან ერთად არჩეულ იქნა მოსამართლე ნინო ბაქაქური.

სესიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის შეთავაზების შესაბამისად, 2019 წლისათვის ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე ახალი ანგარიშის მომზადების შესახებ.

პლენარულმა სესიამ მოისმინა ინფორმაცია, საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე, რომლებიც ეხება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობას, მათი არჩევის წესსა და უფლებამოსილების ვადას.

სესია დასრულდა ევროპის მოსამართლეთა და პროკურორთა საკონსულტაციო საბჭოების, აგრეთვე, CCJE-ის მუშაობაში მეთვალყურის სტატუსით მონაწილე ქვეყნების ანგარიშების მოსმენით.

ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო არის ევროპის საბჭოსთან არსებული მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც შეიქმნა 2000 წელს. იგი შედგება ევროპის საბჭოს წევრი 47 ქვეყნის  მოსამართლეებისაგან. საბჭოს მთავარი დანიშნულებაა მოსაზრებებისა და დასკვნების შემუშავება მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ პრინციპულ საკითებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულად რეალიზაციისათვის

ბოლო სიახლეები

დეკემბერი 2018

  • Previous month
  • Next month
დეკემბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi