უზენაეს სასამართლოს ICOIC-ის წარმომადგენლები...

rgr

უზენაეს სასამართლოს ICOIC-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ

გამოქვეყნებულია: 15/11/2018

დღეს, 15 ნოემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გიორგი ბრწყინვალეს სახელობის დარბაზში, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ნინო ბაქაქურმა მიიღო ავღანეთის კონსტიტუციის იმპლემენტაციაზე ზედამხედველობის დამოუკიდებელი კომისიის(ICOIC-Independent Commission for Overseeing the Implementation of the Constitution) მაღალი რანგის დელეგაციის წევრები დელეგაციის ხელმძღვანელის მოჰამედ ქასიმ ჰაშიმზაის მეთაურობით.

ავღანეთის კონსტიტუციის იმპლემენტაციაზე ზედამხედველობის დამოუკიდებელი კომისიის დელეგაცია,  გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური დახმარებითა, საერთაშორისო მშვიდობისა და კანონის უზენაესობის მაქს პლანკის ფონდი ორგანიზებით, სამუშაო ვიზიტს მართავს საქართველოს სახელმწიფო უწყებებში, კერძოდ საკონსტიტუციო სასამართლოში, პარლამენტში,  სახალხო დამცველის ოფისში, უნივერსიტეტში და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

მოსამართლე ნინო ბაქაქურმა მაღალი რანგის სტუმრებს გააცნო საქართველოს სასამართლო სისტემის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მისი როლი მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელების პროცესში. სტუმართა მხრიდან განსაკუთრებით გამოიხატა ინტერესი მოსამართლეთა შერჩევის წესისა და მათი შერჩევის კრიტერიუმების მიმართ, მოსამართლეთა უვადო დანიშვნის პროცედურაზე, მათ სოციალურ გარანტიებზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლზე მოსამართლეთა შერჩევის პროცესში. მოსამართლე ნინო ბაქაქურმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ავღანელ სტუმრებს ყველა დასმულ შეკითხვაზე და დეტალურად განმარტა მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები, რაც კანოით არის გათვალისწინებული ქართულ კანომდებლობაში.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ხელმძღვანელი მაკა კვაჭაძე, რომელმაც ისაუბრა ანალიტიკური განყოფილების საქმიანობის მიმართულებებზე, ადამიანის უფლებათა ცენტრის და სასამართლოს სტატისტიკის კუთხით. აღინიშნა, ყველა ის მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც განხორციელდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებათა თარგმნისა და მათი იმპლემენტაციის მიმართულებით, რაც დიდ დახმარებას უწევს ქართველ მოსამართლეებს მუშაობის პროცესში და ევროპული კანონმდებლობით დაინტერესებულ პირებს თავიანთ საქმიანობაში.  აღინიშნა, რომ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა როგორიცა  ევროკავშირი, გაერო, ევროსაბჭო, უდიდეს დახმარებას უწევს ქართველ მოსამართლეებს ევროპული მართლმსაჯულების სტანდარტების დამკვიდრებაში, რაც ხელს უწყობს ევროპული  და ეროვნული  კანონმდებლობების ჰარმონიზაციის პროცესს. სტუმრები ასევე დაინტერესდდნენ სპეციალიზირებული სასამართლოების საკითხით და ქართულ სასამართლო სისტემაში მათი ფუნქცონირების შესაძლებლობებით. შეხვედრის დასასრულს ავღანელმა და ქართველმა კოლეგებმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს ერთმანეთს.

ბოლო სიახლეები

დეკემბერი 2018

  • Previous month
  • Next month
დეკემბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi