,,თბილისის მედიაციის დღეები 2018“ საზეიმოდ...

h

,,თბილისის მედიაციის დღეები 2018“ საზეიმოდ გაიხსნა

გამოქვეყნებულია: 21/11/2018

დღეს, 21 ნოემბერს, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“, ევროკავშირის სასამართლო მხარადჭერის პროექტის, გაეროსა და გაერთანებული სამეფოს საელჩოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით ,,თბილისის მედიაციის დღეები 2018“ გაიხსნა.  მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ, საქართველოს იუსტიუციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ, საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ლუიზა ვინტონმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერმა პიტერ დანისმა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პირველმა პოლიტიკურმა მდივანმა სუზან სტრენმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა მედიაციის როლის მნიშვნელობას  მართლმსაჯულების სისტემაში, მისი  გაფართოებისა და ხელშეწყობის ძალისხმევასა და პერსპექტივებს  საკანონმდებლო სივრცეში.

მედიაცია დავის მონაწილე მხარეებს სთავაზობს ლავირებად ალტერნატიულ საშუალებას თუ როგორ გადაწყდეს კონფლიქტი ნაკლები დროისა და ხარჯის გაწევის სანაცვლოდ და მათ შორის ასევე სასამართლო გადატვირთულობის შემცირებით. მედიაცია ორიენტირებულია მხარეთა ინტერესებზე უფრო მეტად, ვიდრე მათ სამართლებრივ უფლებებზე. მედიაციის უპირატესობა არის არა მარტო ის, რომ იზოგება ხარჯები, სასამართლოს და მოსამართლის დრო, არამედ მნიშვნელოვანია, რომ მედიაციის გამოყენებით მხარეებს ეძლევათ საშუალება თავად გადაწყვიტონ საკუთარი პრობლებმები, იტვირთონ პასუხისმგებლობა და აღადგინონ მეორე მხარესთან დაზიანებული ურთიერთობა. ქართული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოზიტიურ და წარმატებულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი სისტემა, რომლის ლიბერალიზაციის გამოვლინებაა არასრულწლოვანთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან განრიდება-მედიაცია. იგი ეფუძნება აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს არასრულწლოვნის ინტერესებს და ტრადიციული მართლმსაჯულებისაგან განსხვავებით, რომელიც ძირითადად დასჯაზეა ორიენტირებული, მიმართულია პრობლემის მოგვარებისაკენ დიალოგისა და მოლაპარაკების გზით ზიანის ანაზღაურებისა და მხარეების შერიგებისაკენ.  

,,თბილისის მედიაციის დღეები 2018“ რამდენიმე სესიის ფარგლებში წარიმართა. პირველი სესია მიეძღვნა მედიაციის სოციალურ-ეთიკურ და საგანმანათლებლო მიდგომებს, რომელსაც მოდერაციას უწევდა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე მუნხტუია ალტანგერელი,მეორე სესიის მთავარი თემა გახლდათ აღდგენითი მართლმსაჯულება და გენდერის საკითხი მედიაციაში, რომლის მოდერატორები იყვნენ ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი მოსამართლე რენატე ვინტერი და საქართველოს პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე.მესამე სესია მიეძღვნა მედიაციას საჯარო სამსახურში, მეოთხე სესია -  მედიაციას კოლექტიურ შრომით დავებზე, ხოლო მეხუთე სესიის ძირითადი თემა იყო კომერციული მედიაცია.

ხვალ, 22 ნოემბერს დაგეგმილია ,,აღდგენითი მართლმსაჯულების დღეები საქართველოში“ გახსნა, რომელიცარასრულწლოვანთა განრიდებასა და მედიაციას ეძღვნება.კონფერენცია  სასტუმრო ,,ფაბრიკაში“ გაიხსნება. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმებიან საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საკასაციო პალატის წევრი მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროქტის ხელმძღვანელი მოსამართლე რენატე ვინტერი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში გოთფრიდ ჰანე და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ექსპერტი, კრიმინოლოგი ივო ერცენი.

ბოლო სიახლეები

დეკემბერი 2018

  • Previous month
  • Next month
დეკემბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi