უზენაეს სასამართლოში სტუდენტთა იმიტირებული...

gf

უზენაეს სასამართლოში სტუდენტთა იმიტირებული პროცესების გამარჯვებულები დააჯილდოვეს

გამოქვეყნებულია: 26/11/2018

24-25 ნოემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის, კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის (USAID/PROLOG) დახმარებით ადამიანის უფლებათა სამართალში სტუდენტური შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სტუდენტურმა გუნდებმა საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სამართლის სკოლებიდან, კერძოდ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.

შეჯიბრის  დასასრულს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარემ ვასილ როინიშვილმა და  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის (USAID/PROLOG) წარმომადგენელმა რუსუდან ტაბატაძემ  დაჯილდოების ცერემონიალზე გამარჯვებულებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები   გადასცეს.

გამარჯვებული  გუნდის სახელი თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდს ხვდა წილად, ხოლო საუკეთესო მომხსენებლად თამარ აბრამიძე დასახელდა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივაში“ გაივლის სტაჟირებას.

ბოლო სიახლეები

თებერვალი 2019

  • Previous month
  • Next month
თებერვალი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728   

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi