ევროპულ და ეროვნულ სასამართლო პრაქტიკას...

j

ევროპულ და ეროვნულ სასამართლო პრაქტიკას სამუშაო შეხვედრა მიეძღვნა

გამოქვეყნებულია: 03/12/2018

30 ნოემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში,  ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკისა და ეროვნული სასამართლო პრაქტიკის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც გახსნა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის  მოსამართლემ გიორგი შავლიაშვილმა.

სამუშაო შეხვედრის მთავარი მომხსენებელი გახლდათ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს იურისტი  გიორგი ბადაშვილი, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა მოხსენება ,,მხარეთა შეჯიბრებითობის სტანდარტები სისხლის სამართლის კანომდებლობაში, კონვენციის მე-6 მუხლის ზოგადი მიმოხილვა“.მოწმის დაკითხვის წესზე, ქართული კანომდებლობისა და პრაქტიკის ანალიზზე ისაუბრა უზენაესი სასამართლოს სასამართლო პრაქტიკის განზოგადების განყოფილების უფროსმა სანდრო ჯორბენაძემ.

შეხვედრაზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს იურისტმა ასევე ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემაზე, როგორიცაა ევროსასამართლოს სტანდარტები. განხილულ საკითხებზე გაიმართა დისკუსია.

უზენაესი სასამართლოს მხრიდან აქტუალურ საკითხებზე წარმოადგინეს მოხსენებები უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის განზოგადების განყოფილების წარმომადგენელმა ირაკლი გრძელიძემ - ,,ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული საქართველოს კანომდებლობა და პრაქტიკა,  უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსმა მარინა კვაჭაძემ - ,,ოჯახური ძალადობის საქმეებზე სისხლის სამართლის კანონმდებლობა და პრაქტიკა“ და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის განზოგადების განყოფილების წარმო- მადგენელმა რუსუდან ჭანტურიძე.

შეხვედრის დასასრულს მომხსენებლებმა შეაჯამეს განხილული საკითხები.

ბოლო სიახლეები

დეკემბერი 2018

  • Previous month
  • Next month
დეკემბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi