უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ვიზიტი...

v

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ვიზიტი დრეზდენში დასრულდა

გამოქვეყნებულია: 12/12/2018

2018 წლის 3-7 დეკემბერს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა და უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეები ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური, პაატა ქათამაძე და ზურაბ ძლიერიშვილი, ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიწვევითა და მხარდაჭერით ,სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დრეზდენის უმაღლეს სამხარეო სასამართლოში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში მოსამართლეებმა  შეხვედრები გამართეს დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს თავმჯდომარე გილბერტ ჰეფნერთან, უმაღლესი სამხარეო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და საქსონიის მხარის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ბირგით მუნცთან და მოსამართლეებთან გეზინე თიუსთან, ელიზაბეთ ლიუკჰოფ-ზემსდორფთან,  ულფ იოჰანეს დიკერთან, საბინე შლოსჰანთან, საბინე შიონკნეხთთან და დითმარ ონუსაითთან.

ვიზიტის ფარგლებში მოსამართლეები ასევე შეხვდნენ დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ულრიხ ჰაგენლოხს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართლის კომენტარზე ერთობლივი მუშაობის საკითხები და ქართველი მოსამართლეებისათვის საინტერესო თემები, რომლებიც უკავშირდება სამოსამართლო პრაქტიკაში წარმოშობილ პრობლემურ საკითხებს. დამოუკიდებელი დარგობრივი განხილვა მიეძღვნა ხელშეკრულების სტანდარტული პირობების განმარტების პრინციპებს  და მოთხოვნის უფლებათა კონკურენციას სამოქალაქო სამართალში.

მოსამართლეები დაესწრნენ ასევე სამოქალაქო სამართლის მე-13 პალატის სხდომებს 4 სამოქალაქო საქმეზე, რომელთა დასრულების შემდეგ გაიმართა სხდომის შედეგების განხილვა.

დასასრულს, გერმანელმა და ქართველმა კოლეგებმა ისაუბრეს ქართული და გერმანული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით საქმის განხილვის პროცესში მოსამართლის აქტიურობის ფარგლებზე და დისპოზიციურობისა და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპების მოქმედებაზე, ასევე სამართლიანი სასამართლო უფლების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლებმა ვიზიტი დრეზდენში 7 დეკემბერს დაასრულეს.

ბოლო სიახლეები

იანვარი 2019

  • Previous month
  • Next month
იანვარი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi