ლიკანში ევროპის საბჭოს ეგიდით სემინარი...

sd

ლიკანში ევროპის საბჭოს ეგიდით სემინარი გაიმართა

გამოქვეყნებულია: 12/12/2018

6-8დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და თანამშრომლების, დამოუკიდებელი ინსპექტორის ოფისის, სასამართლო სისტემის საზოგადოებასთან ურთიერთობის პერსონალისა და მედიის ჩართულობით გაიმართა სემინარი თემაზე: ,,ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომები“.

სემინარის მიზანს წარმოადენდა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების სამართლებრივი პრინციპებისა და პრაქტიკის შესახებ ცოდნის გაღრმავება. ამ მიდგომების გათვალისწინებით ქართულ სასამართლო სისტემაში არსებული ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების განსაზღვრა. ასევე აღნიშნული მიდგომების სასამართლო სისტემის საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომლებისა და სპიკერ მოსამართლეების სამუშაო პროცესში დანერგვა.

სემინარის მონაწილეებმა დამატებით მიმოიხილეს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ჭრილში.

სამდღიანი სემინარი ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის - ,,სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ორგანიზებით, რომელიც ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიტვის, ნორვეგიის, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და შვედეთის კეთილის ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

მარტი 2019

  • Previous month
  • Next month
მარტი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi