უზენაეს სასამართლოს უნგრეთის იუსტიციის...

8

უზენაეს სასამართლოს უნგრეთის იუსტიციის მინისტრი ესტუმრა

გამოქვეყნებულია: 14/12/2018

დღეს, 14 დეკემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს უნგრეთის იუსტიციის სამინიტროს  დელეგაცია ეწვია იუსტიციის მინისტრის  ლასლო ტროჩანის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ მინისტრის მუდმივი მდივანი (მოადგილე) ზოლტან მოლნარი, საერთაშორისო  და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ტივადარ რივფი და მინისტრის პოლიტიკური მრჩეველი არპად ლაპე. დელეგაციის წევრები მიიღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ მზია თოდუამ და უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარემ ვასილ როინიშვილმა.

მზია თოდუამ ლასლო ტროჩანს დეტალურად გააცნო საქართველოს სასამართლო სისტემის სტრუქტურა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქცია, მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში განხორციელებული ცვლილებები და უკვე მიღწეული შედეგები, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების,  სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის ამაღლებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.

სტუმრები დაინტერესდნენ მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის წესთან დაკავშირებული საკითხებით. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია იმ ცვლილებების შესახებ, რაც საქართველოს ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ, მიმდინარე წლის 16 დეკემბრიდან განხორციელდება სასამართლო სისტემაში,  კერძოდ ისაუბრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობის  გაზრდისა და  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონსტიტუციურ ორგანოდ გარდაქმნის შესახებ. მინისტრი განსაკუთრებით დაინტერესდა სასამართლო სისტემაში საქმეთა ელექტრონული, შემთხვევითი განაწილების პრინციპის დანერგვის შედეგებითა და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის საქმიანობის საკითხებით.

უნგრეთის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ დღეს შეხვედრები გამართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროშიც, სადაც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უნგრელ კოლეგა ლასლო ტროჩანთან ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. თბილისში ხელმოწერილი მემორანდუმი მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაძლიერებასა და გამოცდილების გაზიარებას.
მხარეები ითანამშრომლებენ მართლმსაჯულების, სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის, სამოქალაქო, სამეწარმეო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარებისა და მიგრაციის პოლიტიკის სფეროში, ასევე დანაშაულის პრევენციისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

აპრილი 2019

  • Previous month
  • Next month
აპრილი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi