დამტკიცდა მოსამართლეთა XXV რიგგარეშე...

xxv

დამტკიცდა მოსამართლეთა XXV რიგგარეშე კონფერენციის ჩატარების თარიღი

გამოქვეყნებულია: 18/01/2019

2019 წლის 18 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა.

ადმინისტრაციულმა კომიტეტმა დაამტკიცა: მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემადგენლობა, მოსამართლეთა XXV რიგგარეშე კონფერენციის ჩატარების თარიღი - 2019 წლის 26 იანვარი (მოსამართლეთა რეგისტრაცია დაიწყება 11:00 საათზე, ხოლო კონფერენცია გაიხსნება 12:00 საათზე), ადგილი - იუსტიციის უმაღლესი სკოლა, მის.: თბილისი, ნოდარ ბოხუას ქ. #19.

კონფერენციის მუშაობა იქნება საჯარო და გამჭვირვალე. კონფერენციაზე დასწრების მსურველმა პირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, კონფერენციის ჩატარებამდე (25 იანვრის 18:00 საათამდე) წარმოადგინეთ თქვენი კანდიდატურა.

აკრედიტაციისათვის მიმართეთ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემდეგ მისამართზე - ქ.თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. №32.

საკონტაქტო პირი:

გულიკო ორთოიძე -  gortoidze@gmail.com;  ტელ: 577 71 10 50.

იხილეთ მოსამართლეთა XXV რიგგარეშე კონფერენციის დღის წესრიგი

ბოლო სიახლეები

თებერვალი 2019

  • Previous month
  • Next month
თებერვალი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728   

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi