უზენაეს სასამართლოს ,,პრაღის კლუბის“ წევრი...

f

უზენაეს სასამართლოს ,,პრაღის კლუბის“ წევრი ადვოკატები ეწვიენ

გამოქვეყნებულია: 29/01/2019

28 იანვარს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები: ადმინისტრაციულ საქმეთა  პალატის თავმჯდომარე ვასილ როინიშვილი, სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეები ნინო ბაქაქური, ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე, სისხლის სამართლის საქმეთა მოსამართლეები გიორგი შავლიაშვილი და პაატა სილაგაძე, შეხვდნენ ,,პრაღის კლუბის“ წევრ ადვოკატებს, რომლებიც გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან საქართველოში.

შეხვედრას უძღვებოდა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ვასილ როინიშვილი, რომელმაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სტუმრებს საქართველოს სასამართლო სისტემის, უზენაესი სასამართლოს სტრუქტურისა და ფუნქციის, პალატების საქმიანობის, სასამართლო საქმეთა განხილვის ვადების შესახებ. სტუმრები დაინტერესდნენ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ფუნქციონირებით, გამამართლებელ განაჩენთა რაოდენობრივი მონაცემებით, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან დაკავშირებული საკითხებით. ადვოკატთა ინტერესი გამოიწვია ასევე მოსამართლეთა უფლებამოსილების განხორციელების ვადებმა, დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებმა, მოსამართლეთა უვადო დანიშვნასთან დაკავშირებულმა საკითხებმა.

დეკემბერი 2019

  • Previous month
  • Next month
დეკემბერი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi