მოსამართლეებმა რიგგარეშე კონფერენციაზე...

h

მოსამართლეებმა რიგგარეშე კონფერენციაზე განცხადება გაავრცელეს

გამოქვეყნებულია: 29/01/2019

26 იანვარს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში საქართველოს მოსამართლეთა რიგგარეშე 25-ე კონფერენცია გაიმართა, რომელიც სასამართლო სისტემისა და იუსტიციის საბჭოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა.

კონფერენციაზე რეგისტრაცია 279 მოსამართლემ გაიარა. როგორც თავის გამოსვლაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, ბოლო პერიოდში, რამდენიმე პოლიტიკოსისა და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ადგილი აქვს კამპანიას სასამართლო სისტემისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ, რაც უნდა გახდეს მოსამართლეთა კონფერენციის მსჯელობის საგანი და მოსამართლეთა კორპუსმა გამოხატოს თავისი პოზიცია. მოსამართლეებმა თავის გამოსვლებში ხაზი გაუსვეს აღნშნული პროცესის სიმწვავეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი მოვლენები იწვევს სასამართლო სისტემის რყევას და მნიშვნელოვნად აკნინებს მოსამართლისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს.

როგორც ცნობილია იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებისა და არამოსამართლე წევრთა პოზიციაში მკვეთრი აზრთა სხვადასხვაობა და შეუთანხმებლობა არსებობდა და არსებობს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასა და უზენაესი საამართლოს წევთა თანამდებობეზე  კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების საკითხებზე, რაც განსაკუთრებით გამწვავდა როდესაც მოსამართლე წევრებმა გასული წლის ბოლოს, არამოსამართლე წევრებთან შეუთანხმებლად, საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინეს 10 კაციანი სია, რომლის განხილვაზეც უარი განაცხადა და თანამდებობა დატოვა პარლამეტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ. სიის განხილვა შეჩერებულ იქნა პარლამენტის მიერ და მოგვიანებით სიაში დასახელებულმა კანდიდატებმა უარი განაცხადეს თავიათი კანდიდატურების წარდგენაზე. არამოსამართლე წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთობლივ განცხადებებში მოითხოვეს, რომ იმ წევრებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატთა სიას, გადამდგარიყვნენ. კონფერენციაზე მოსამართლეთა მხრიდან უარყოფითი რეაქციები მოჰყვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის გამოსვლას, რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეკრებილი მოსამართლეები ერთ აზრზე იმყოფებიან, რაც კიდევ უფრო უმყარებს მას განცდას, რომ სისტემაში ,,კლანური“ მმართველობაა. როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა, მოსამართლე უნდა იყოს დამოუკიდებელი და ამას ხელს უნდა უწყობდეს იუსტიციის საბჭო, მაგრამ სამწუხაროდ, კონფერენციაზეც მან იგივე ვითარება დაინახა, რაც იუსტიციის საბჭოში. არამოსამართლე წევრის გამოსვლა გააკრიტიკა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ დიმიტრი გვრიტიშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ პარლამენტის ინიციატივით შექმნილ სამუშაო ჯგუფში მან წარადგინა კანონპროექტი, რომელიც საბჭოს წევრებისათვის ეთიკური ვალდებულებების დადგენას ითვალისწინებს.  ,,ისევე როგორც მოსამართლეებს გვახსენებენ, რომ უფლება არ გვაქვს თავი დავიცვათ პირდაპირი ლანძღვისაგან, თუ საბჭოს ყველა წევრს ერთნაირი უფლება გვაქვს, მაშინ ვალდებულებებიც ერთნაირი გვქონდეს.როცა ერთი  არამოსამართლე წევრი 279 მოსამართლეს ეუბნება, რომ ისინი ,,კლანს“ წარმოადგენენ, რეგულაციები უნდა დაწესეს და დამრღვევს  დაეკისროს სანქციები“, მოსამართლეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი აღნიშნულ წინადადებას და თანხმობა შეძახილებით გამოხატეს.

მოსამართლეთა კონფერენციას სიტყვით მიმართა და კონსტრუქციული ურთიერთობისკენ მოუწოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ. ,,დამოუკიდებლობა მარტო იმას არ გულისხმობს, რომ ჩვენ ვიმუშაოთ და საზოგადოებისაგან განყენებული ვიყოთ, როდესაც ასეთი დაძაბული სიტუაცია გახლავთ, სამოსამართლო საქმიანობას, პრესტიჟს და ავტორიტეტს დიდად განაპირობებს როგორ ვიქცევით ჩვენ, როგორ ვსაქმიანობთ, არამედ განაპირობებს როგორი გარემოა ქვეყანაში, როგორ იქცევა მედია, როგორ იქცევიან ხელისუფლების სხვა შტოები. ამიტომ თითოეულ ჩვენთაგანს ყოველთვის უწევს თავისი დამოუკიდებლობის დაცვა. კანონი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ დამოუკიდებლობა თითოეული ჩვენთაგანის დასაცავია“, განაცხადა მოსამართლე მზია თოდუამ. ,,საზოგადოებაში ყოველთვის არიან და იყვნენ ცალკეული პირები, ჯგუფები, რომელთაც აქვთ თავიანთი ინტერესები, რომლებიც ცდილობენ ამ ინტერესების გატარებას სხვადახსხვა გზით, ზემოქმედებით, უხეში ფორმით, ლატენტურად. მაგრამ ჩვენ ამას არ უნდა დავემორჩილოთ და მხოლოდ კანონის შესაბამისად გადავწყვიტოთ კონკრეტული საკითხები. ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება პოლიტიკური განცხადებები ვაკეთოთ“, აღნიშნა თავის გამოსვლაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა.

კონფერენციის დასასრულს მოსამართლეებმა კონფერენციის სახელით სპეციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია: ,,იმის გათვალისწინებით, რომ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირდაპირი მოვალებაა უზრუნველყოს მოსამართლის დამოუკიდებლობა და ისეთი ნაბიჯების არიდება, რომელმაც შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს მართლმსაჯულების ინტერესები. მივმართავთ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებას, პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს: ონბიექტუერად გააანალიზონ და შეაფასონ მიმდინარე პროცესები, განახორციელონ ყველა აუცილებელი მოქმედება, რათა შეწყდეს ზეწოლა სასამართლო ხელისისუფლებაზე და მიეცეს მას შესაძლებლობა მშვიდ გარემოში განაგრძოს საქმიანობა. ხოლო მოსამართლეთა შერჩევის პროცესი წარიმართოს მხოლოდ სამართლებრივი დისკუსიის ფარგლებში, დემოკრატიული პრინციპების დაცვით“, - ნათქვამია მოსამართლეთა განცხადებაში.

დეკემბერი 2019

  • Previous month
  • Next month
დეკემბერი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi