კრიტერიუმებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფმა...

d

კრიტერიუმებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია: 31/01/2019

27 იანვარს, სასტუმრო ,,რედისონში“, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გაიმართა შეხვედრა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე იმსჯელეს. სამუშაო ჯგუფში შედიან საპარლამენტო უმრავლესობის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები.

შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს პრინციპები, მათი განცხადებით შემდეგ შეხვედრაზე გაგრძელდება დისკუსია თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა აისახოს კანონ[პროექტში. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ჩაინიშნება მომდევნო შეხვედრა, განხილულ იქნა ის წინადადებები, რომლებიც იყო წარმოდგენილი კრიტერიუმებთან და პროცედურასთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო ყველა დეტალს, რომელიც პრინციპული მნიშვნელობისაა.  შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა.

თებერვალი 2019

  • Previous month
  • Next month
თებერვალი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728   

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi