ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

s

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ

გამოქვეყნებულია: 01/02/2019

უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა თარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ 2019 წლის 31 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შეჯამება საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ რუსეთმა საქართველოს სახელმწიფოს, როგორც მომჩივან ქვეყანას, უნდა ჩაურიცხოს 10 მილიონი ევროს ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება იმ დაზარალებულთათვის გადასაცემად, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ.

იხ. სამართლებრივი შეჯამება საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (სამართლიანი დაკმაყოფილება)

აქვე, შეგიძლიათ იხილოთ 2014 წლის დიდი პალატის ძირითადი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ რუსეთის ფედერაციაში ადგილი ჰქონდა საქართველოს მოქალაქეების დაკავების, დაპატიმრებისა და გაძევების კოორდინირებულ პოლიტიკას, რაც წარმოადგენდა უცხოელთა კოლექტიური გაძევების ,,ადმინისტრაციულ პრაქტიკას’’ და ეწინააღმდეგებოდა მე-4 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლს (უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვა). სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ აღნიშნულმა პრაქტიკამ დაარღვია კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი და მე-4 პარაგრაფი (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება), კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება)  მუხლები, რაც გამომდინარეობდა თვითნებური დაკავებებიდან და აგრეთვე დაკავების პირობებიდან.

იხ. ძირითადი გადაწყვეტილების სრული ტექსტი

ივლისი 2019

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi