იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი...

k

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს მონაწილეობით სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულებაზე იმსჯელეს

გამოქვეყნებულია: 27/02/2019

მიმდინარე წლის 22 თებერვალს სასტუმრო ,,რუმსში“, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის  ორგანიზებით სასამართლო სისტემის 2018-2021 სტრატეგიისა და 2017-2018 სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასებაზე და გეგმის განახლებაზე იმსჯელეს.

შეხვედრას უძღვებოდა ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი რენატე ვინტერი. აგრეთვე საერთაშორისო ექსპერტი, სლოვენიის ყოფილი იუსტიციის მინისტრი ალეშ ზალარი. მონაწილეებს მიესალმენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე. შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია სასამართლო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესის ირგვლივ, ყველა სტრატეგიულ მიმართულებაზე, კერძოდ, 1.დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა, 2.ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების უზღუნველყოფა, 3-4. ხარისხიანი მართლმსაჯულებისა და  პროფესიონალიზმის უზრუნველყოფა/სასამართლო სისტემის ეფექტიანობის უზრუნველყოფა, 5.მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა, რომელმაც მადლობა გადაუხადა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციეს მათ მიერ გაწეული საქმიანობისა და ჩართულობისათვის, რის გარეშეც ვერ შემუშავდებოდა ეს დოკუმენტი. აგრეთვე ისაუბრა ხარისხიანი მართლმსაჯულების მნიშვნელობაზე, რაც სასამართლო სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის განსაკუთრებული ფაქტორია. მზია თოდუამ ყურადღება გაამახვილა უზენაესი სასამართლოს მხრიდან სასამართლო სტრატეგიისა და სასამრთლოს ხელმისაწვდომობის თავში განსაზღვრული სტრატეგიული ამოცანების შესრულებასზე, როგორიცაა ეროვნული სასამართლო პრაქტიკის განზოგადება და მისი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში შესაბამისობის დადგენა, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების საკითხებზე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში ქართველი და უცხოელოი ექსპერტი მინაწილეობით დისკუსიის გამართვა და  მეოთხე სამუშაო ჯუფის ფარგლებში გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება. აღინიშნა, რომ დოკუმენტზე მუშაობა კვლავაც გაგრძელდება შეხვედრაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისინებით.

მაისი 2019

  • Previous month
  • Next month
მაისი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi