მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი სტუდენტებს...

g

მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი სტუდენტებს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 10/04/2019

მიმდინარე წლის 4 აპრილს  უზენაეს სასამართლოს საქართველოს დავით აღმაშნებლის სახელობის უნივერსიტეტის (სდასუ) ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები ეწვივნენ. სტუდენტებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და შეხვდნენ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის მოსამართლე გიორგი შავლიაშვილს.

სტუდენტები დაინტერესდნენ სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმების პროცესით, სისხლის სამართლის კანონმდბლობაში განხორციელებული ცვლილებებით, უვადო თავისუფლების აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული დეტალებით, მოსამართლის პროფესიის სირთულეებითა და განსაკუთრებული გარემოებების შესახებ ინფორმაციით.

მოსამართლე გიორგი შავლიაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სტუდენტებს დასმულ შეკითხვებზე, უამბო იმ დიდი პროფესიული გზისა და გამოცდილების შესახებ, რაც მან მიიღო  სტუდენტობის პერიოდიდან მოსამართლის მანტიამდე. სტუდენტებმა ასევე დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმი და გაეცნენ მუზეუმში დაცულ ექსპონატებს.

დეკემბერი 2019

  • Previous month
  • Next month
დეკემბერი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi