სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთათვის...

s

სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთათვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 22/04/2019

მიმდინარე წლის 19 აპრილს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით უზენაესი სასამართლოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენელთა მონაწილეობით, დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე მონაცემთა შეგროვების მექანიზმის გაუმჯობესების თაობაზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და დისკრიმინაციის შესახებ სახელმწიფო უწყებების მიერ მონაცემთა შეგროვების ეფექტიანი სისტემის შექმნით, სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესება.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ  ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის  მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, და გიორგი გაბიტაშვილი, გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი. მოსამართლე გიორგი შავლიაშვილმა მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვების ეფექტიანი მექანიზმის დანერგვის მნიშვნელობაზე და ამ მხრივ უწყებათაშორის თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებაზე.

შეხვედრაზე განხილული იქნა ევროპის საბჭოს ექსპერტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და სახელმძღვანელო პრინციპები სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე ეფექტიან მონაცემთა შეგროვების სისტემისთვის საჭირო ერთობლივი მიდგომის შესახებ. 

ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სტატისტიკის გაუმჯობესებისა და ერთიანი მეთოდოლოგიის ჩამოყალიბების მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებზე. უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის სექტორის უფროსმა ლია მჭედლიშვილმა დამსწრე აუდიტორიას გააცნო სასამართლო სისტემაში დისკრიმინაციასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულების შესახებ საქმეებზე სტატისტიკური მონაცემების მოპოვების პრაქტიკა, გამოწვევები და სამომავლო ნაბიჯები.

სამუშაოები დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესებაზე 2018 წლის სექტემბერში დაიწყო ევროპის საბჭოს პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა“ ფარგლებში. პროექტი ეხმარება მთავრობას რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებასა და შესაძლებლობების გაძლიერებაში, ქვეყანაში მონაცემთა შეგროვების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.

ბოლო სიახლეები

სექტემბერი 2019

  • Previous month
  • Next month
სექტემბერი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi