უზენაეს სასამართლოს ყირგიზეთის რესპუბლიკის...

y

უზენაეს სასამართლოს ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია

გამოქვეყნებულია: 22/04/2019

19 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ყირგიზეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ჟანილ მამბეტალი, ყირგიზეთის წამების პრევენციის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნურდინ სულეიმანოვი, ამავე ცენტრის ექსპერტი მირლან ჯაკუროვი, ყირგიზეთის ობბუდსმენის ინსტიტუტის ბავშვთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნაილია ტოკტოსუნოვა და სხვები. დელეგაციის წევრები საქართველოში გაეცნენ მართლმსაჯულების სისტამაში მიმდინარე რეფორმებს და განსაკუთრებით დაინტერესდნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე პროგრესული ცვლილებებითა და მნიშვნელოვანი დეტალებით, არასრულწლოვანთა კოდექსის იმპლემენტაციის გარემოებებითა და განხორციელებულ ცვლილებათა შედეგებით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე პოზიტიური ცვლილებებისა და საქართველოს მიერ უკვე მიღებული არასრულწლოვანთა კოდექსის განერგვისა და მისი მუშაობის საკითებზე, დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საკასაციო პალატის მოსამართლე პაატა სილაგაძემ და თბილისის საქალაქო სასამართლოს არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველმა მოსამართლემ ეკა არეშიძემ. დელეგაციის წევრების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია განრიდებისა და მედიაციის საკითხებმა, რომლიც გამოყენების ფართო პრაქტიკა უკვე არსებობს ქართულ მართლმსაჯულებაში. შეხვედრაზე ისაუბრეს აღდგენითი მართლმსაჯულების საკითხებზე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ამ მიმართულებით ევროპული ქვეყნების პრაქტიკის გამოყენების მნისვნელობაზე. სტუმრები ასევე დაინტერესდნენ საპატიმრო დაწესებულებებში წამებისა და პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებითა და არსებული სტატისტიკით.

ყირგიზეტის დელეგაციის წევრებმა გამოხატეს სურვილი, რომ ქართველი კოლეგები მიწვეულ იქნენ ყირგიზეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სადაც ნაყოფიერად მოხდება არსებული პრაქტიკის გაზიარება ყირგიზი კოლეგებისადმი.

ბოლო სიახლეები

ოქტომბერი 2019

  • Previous month
  • Next month
ოქტომბერი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi