ვასილ როინიშვილი ევროპელ ექსპერტებს შეხვდა

v

ვასილ როინიშვილი ევროპელ ექსპერტებს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 06/05/2019

3 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ვასილ  როინიშვილი  ევროკავშირის პროექტის გუნდის ხელმძღვანელს აურელიო ლა ტორეს და მოსამართლეებს სავას პაპასავასა და იან ფორესტერს შეხვდა, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან ევროკვშირის მიერ კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში.

შეხვედრა კონკურენციის სააგენტოს ინიციატივით გაიმართა.  შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში კონკურენციის განვითარების პერსპექტივებზე, რაც უნდა განხორციელდეს ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კონტექსტში. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო საქართველოში არსებული მდგომარეობა, სამართლებრივი დავების სპეციფიკა ამ მიმართულებით.

ევროკავშირის ექსპერტებმა გამოთქვეს ქართველი კოლეგების დახმარების სურვილი, რაც პრაქტიკულად გამოიხატება სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზებით. ასევე აღინიშნა, რომ ევროპის ქვეყნებიდან მოსამართლეები როგორც ახლა ასევე მომავალშიც ჩამოვლენ, რათა გაუზიარონ სამართლებრივი პრაქტიკა ქართველ მოსამართლეებს, იურისტებსა და ადვოკატებს.

დეკემბერი 2019

  • Previous month
  • Next month
დეკემბერი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi