მზია თოდუამ ეუთოს მისიის წარმომადგენლები...

m

მზია თოდუამ ეუთოს მისიის წარმომადგენლები მიიღო

გამოქვეყნებულია: 24/05/2019

17 მაისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ მზია თოდუამ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) დემოკარტიზაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მეგან ფიცჯერალდი, ბუდაპეშტში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ცნობილი კონსტიტუციონალისტი ანდრაშ შაიო და ცნობილი კანადელი იურისტი, კვებეკის ადამიანის უფლებათა ტრიბუნალის ყოფილი პრეზიდენტი, იურისტთა საერთაშორისო კომისიის საპატიო წევრი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მიშელ რივე მიიღო.

 მზია თოდუამ სტუმრებს გააცნო დღეს ქართული მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, რომელთა გადაჭრასაც უახლოეს პერიოდში ელოდება სასამართლო სისტემა და კერძოდ უზენაესი სასამართლო. სტუმრები დაინტერესდნენ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის საკითხითა და კანონმდებლობით, რომელიც სულ ახლახანს დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიის დასკვნისა და ზოგიერთი რეკომენდაცის გათვალისიწინებით. როგორც აღინიშნა, დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი ექსპერტების მიერ შემუშავევბულ იქნა მოსაზრებები და რეკომენდაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც გადმოიგზავნა საქართველოში. შეხვედრის დასასრულს პროფესორმა ანდრაშ შაიომ სამახსოვრო ავტოგრაფი დატოვა ქართულ ენაზე გამოცემულ მის ნაშრომზე, რომელიც საკონსტიტუციო სამართალს ეხება.

ივნისი 2019

  • Previous month
  • Next month
ივნისი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi