,,ქორთიარდ მარიოტში“ სამუშაო შეხვედრა...

f

,,ქორთიარდ მარიოტში“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 14/06/2019

12 ივნისს, თბილისში, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა ევროპის საბჭოსა და სახალხო დამცველის ოფისის მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა, რომელიც ეხებოდა „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებას და მთავარ გამოწვევებს საქმეთა ჯგუფის შესახებ: „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" საკითხს. 

შეხვედრას ესწრებოდნენ  იუსტიციისა და  შინაგან საქმეთა სამინისტროების, პროკურატურის და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები. შეხვედრაში  ასევე მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხებზე და იმ კონკრეტულ ღონისძიებებზე, რომელსაც ატარებენ აღნიშნული უწყებები.

უზენაესი სასამართლოდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ანალიტიკური განყოფილების უფროსი  მარინე კვაჭაძე, ადამიანის უფლებათა ცენტრის მთავარი კონსულტანტი  ეკა მამალაძე და ამავე ცენტრის კონსულტანტი ნიკო დათეშიძე.

ნოემბერი 2019

  • Previous month
  • Next month
ნოემბერი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi