მოსამართლე ნინო ბაქაქური (CEPEJ) 32-ე...

k

მოსამართლე ნინო ბაქაქური (CEPEJ) 32-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობდა

გამოქვეყნებულია: 20/06/2019

2019 წლის 13-14 ივნისს საფრანგეთის ქ. სტრასბურგში გაიმართა ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისიის (CEPEJ) 32-ე პლენარული სესია, სადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და CEPEJ-ში საქართველოს წარმომადგენელი ნინო ბაქაქური მონაწილეობდა.

პლენარული სესია დაიწყო ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში 2018 წლის დეკემბრის შემდეგ მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების მიმოხილვით. მოსამართლე ნინო ბაქაქურმა, CEPEJ-ის წევრებს მოახსენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესის მიმდინარეობის შესახებ და ხაზი გაუსვა იმ საკითხის მნიშვნელობას, რაც უზენაესი სასამართლოს 20 მოსამართლის განუსაზღვრელი ვადით არჩევას ექნება, როგორც ქართული მართლმსაჯულების შემდგომი განვითარების, ისე ევროპის საბჭოს ინსტიტუტებთან საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის ეფექტიანი თანამშრომლობის თვალსაზრისით, უახლესი 20-30 წლის განმავლობაში.

CEPEJ-ის 32 პლენარული სესიის ფორმატში გაიმართა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეებისა და კომისიის წევრთა ერთობლივი სხდომა, რომელიც მიეძღვნა სტრასბურგის სასამართლოს მიერ CEPEJ-ის საქმიანობის ფარგლებში შემუშავებული მექანიზმების უფრო ფართო გამოყენების შესაძლებლობათა განხილვას.

სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ სასამართლოსმოქმედითავმჯდომარელინოს-ალექსანდრესიცილიანოსიდამოსამართლეები: ანდრეპოტოცკი (საფრანგეთი), პოლლემენსი (ბელგია), კშიშტოფვოიტიჩეკი (პოლონეთი), დიმიტრიდედოვი (რუსეთისფედერაცია), ეგიდიჯუსკურისი (ლიეტუვა), არმენჰარუთუნიანი (სომხეთი), გეორგიოსსერგილესი (კვიპროსი), ჯოლიენშუკკინგი (ნიდერლანდები), ივანაჯელიჩი (მონტენეგრო), დორიანპავლი (ალბანეთი) დარეფაელესაბატო (იტალია).

სესიაზე წარდგენილ იქნა კომისიის 4 სამუშაო ჯგუფის: ხარისხის, სატურნის, მედიაციისა და შეფასების ჯგუფების - ანგარიში და მათ მიერ მომზადებული სახელმძღვანელო დოკუმენტები.

სესიამ დაამტკიცა კიბერმართლმსაჯულების სახელმძღვანელოს გამოყენების საშუალებათა კრებული და ევროპული სახელმძღვანელო მედიაციასთან დაკავშირებული კანონშემოქმედებითი საქმიანობის შესახებ; მოისმინა ინფორმაცია სასამართლოებში საქმეთა სირთულის შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავების მიმართულებით სატურნის ჯგუფის მიერ განხორციელებული უახლესი აქტივობების თაობაზე და განიხილა სხვა საკითხები.

სესიაზე მოსმენილ იქნა, აგრეთვე, ინფორმაცია ევროპის საბჭოს წევრ და მეგობარ ქვეყნებში - ალბანეთში, კოსოვოში, აზერბაიჯანში, მალტაში, სლოვაკეთში, ესპანეთში, ტუნისსა და ეგვიპტეში - CEPEJ - ის მიერ განხორციელებული პროგრამების მიმდინარეობის შესახებ; ასევე მოლდოვაში, საქართველოში, ყაზახეთში, მალტასა და სლოვაკეთში სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების თაობაზე.

დასასრულს, სესიამ მოისმინა ინფორმაცია ევროპის საბჭოს სხვა ინსტიტუტების საქმიანობისა და მართლმსაჯულების სფეროში ევროპის საბჭოს დამკვირვებელი ქვეყნების აქტივობების შესახებ.

ბოლო სიახლეები

სექტემბერი 2019

  • Previous month
  • Next month
სექტემბერი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi