უზენაეს სასამართლოში ანა დოლიძის წიგნის...

a

უზენაეს სასამართლოში ანა დოლიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 10/07/2019

8 ივლისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ანა დოლიძის წიგნის ,,პირველი ნაბიჯები: სასამართლო ხელისუფლება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921) პრეზენტაცია. წიგნი გამოიცა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის (USAID/PROLOG) დაფინანსებით.

როგორც ავტორმა წიგნის წარდგენისას განაცხადა, მისი მიზანი იყო ისტორიის გადასახედიდან ეჩვენებინა, თუ საიდან იღებს სათავეს ქართული მართლმსაჯულების რეფორმატორული და პროგრესული იდეები, რომელიც შესაძლოა წარმატებით იყოს გამოყენებული თანამედროვე მართლმსაჯულების განვითარების პროცესში.

ავტორს და დამსწრე საზოგადოებას, რომელთა შორის იყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საერთო სასამართლოების მოსამართლეები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადენლები, მიესალმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა, რომელიც ამავდროულად არის აღნიშნული წიგნის წინათქმის ავტორი. მზია თოდუამ ხაზი გაუსვა ანა დოლიძის მიერ გაწეულ მეტად შრომატევად სამუშაოს და ავტორის სურვილს, აღმოეჩინა დასახულ კვლევაში ყველა ის პროგრესული და გამორჩეულად მნიშვნელოვანი მომენტი, რაც ახასიათებდა დამოუკიდებელი საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას. ,,ფრიად საინტერესოა მოსამართლეთა დამოუკიდებლობის საკონსტიტუციო გარანტიების კვლევა. მოსამართლეთა არჩევითობა, მოსამართლის მხოლოდ კანონისადმი დამორჩილება, ერთი თანამდებობიდან მეორეზე გადაყვანის აკრძალვა მოსამართლის სურვილის საწინააღმნდეგოდ, გადაწყვეტიულების/განაჩენის გაუქმება/შეცვლის დაუშვებლობა სხვა სახელისუფლებო შტოს მიერ, პროცესის საჯაროობა და ა.შ. ყურადღსაღებია ასევე მომრიგებელი მოსამართლის პროფესიულ მომზადებასთან და კვალიფიკაციასთან მიმართებით თვით მოსამართლეთა წუხილი და მათი კრიტიკული გამონათქვამების კვლევა. შეიძლება ითქვას მაშინდელი სასამართლო სისტემის მესვეურთა მიდგომა მოსამართლეთა დატვირთულობასთან დაკავშირებით უფრო პროგრესული იყო ვიდრე დღეს არის“, წერს მოსამართლე მზია თოდუა და აცხადებს, რომ აღნიშნულ შრომას უთუოდ ექნება ხელშესახები გავლენა თანამდროვე ქართული მართლმსაჯულების განვითარებაზე.

ბოლო სიახლეები

სექტემბერი 2019

  • Previous month
  • Next month
სექტემბერი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi