პროფესორი მიქაელ მარტინეკი უზენაეს...

j

პროფესორი მიქაელ მარტინეკი უზენაეს სასამართლოს ეწვია

გამოქვეყნებულია: 01/08/2019

1 აგვისტოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ზაარლანდის უნივერსიტეტის იურიდიული დაკულტეტის პროფესორი (გერმანია) იურიდიულ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი მიქაელ მარტინეკი ეწვია, რომელიც მიიღო უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ზურაბ ძლიერიშვილმა. შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკუტეტის დეკანის მოადგილე დემეტრე ეგნატაშვილი და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი რუსიაშვილი.

შეხვედრაზე ისაუბრეს უზენაესი სასამართლოს როლზე სასამართლო სისტემაში, აგრეთვე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, კერძოდ, სტუმარი დაინტერესდა თუ რამდენად ხშირად ხდება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა კონსტიტუციური წარდგინებით, როგორია საქართველოს ჩართულობა საარბიტრაჟო წარმოებაში.

შეხვედრაზე ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზეც. გამოითქვა მზადყოფნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გააქტიურდეს ურთიერთობა უზენაეს სასანართლოსა და ზაარლანდის უნივერსიტეტს შორის. პროფესორი მიქაელ მარტინეკი თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე(მას საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობის ორი ათეული წელი აკავშირებს), არაერთი ქართველი იურისტის მასწავლებელი და მრჩეველია. ზაარლანდის უნივერსიტეტის LL.M პროგრამა, რომელსაც იგი უძღვება, დღესაც აგრძელებს ქართველი სტუდენტების მიღებას. პროფესორი მარტინეკი გერმანული სამეწარმეო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ავტორიტეტია და მისი 35 წლის წინ გამოქვეყნებული კომპენდიუმი ,,უსაფუძვლო გამდიდრების სამართალში", დღემდე ამ დარგის  მთავარ ნაშრომად რჩება. იგი არის ამავე დროს  არის შედარებითი სამართლის სპეციალისტი, რომლის მოღვაწეობაც  არაერთ კონტინენტს სწვდება. პროფესორი მარტინეკი იოჰანესბურგისა და ვუჰანის უნივერსიტეტების მოწვეული პროფესორია და მნიშვნელოვანი წვლილი აქვს  შეტანილი აღმოსავლეთ ევროპის მთელი რიგი ქვეყნების სამართლის ევროპეიზაციაში.

ნოემბერი 2019

  • Previous month
  • Next month
ნოემბერი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi