მოსამართლე მაია ვაჩაძე კარიერის დაგეგმვის...

v

მოსამართლე მაია ვაჩაძე კარიერის დაგეგმვის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 11/10/2019

10 ოქტომბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე მაია ვაჩაძე შეხვდა თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც ჩართულნი არიან ორგანიზაცია კარიერის დაგეგმვის ცენტრის აქტივობებში. (ხელმძღვანელი მერი ტარიელაშვილი). მოსამართლე მაია ვაჩაძემ  ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა სკოლის მოსწავლეებს თავისი ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი პერიოდების, მომენტების, მოსამართლის პროფესიის, მოსამართლის თანაშემწის დატვირთულობის, მოსამართლის მაღალი პასუხისმგებლობისა და უფლება-მოვალეობების შესახებ, ამ პროფესიის ადამიანთა პიროვნული და პროფესიული თავისუფლების, საზოგადოებრივი შეზღუდვებისა და ეთიკური პრინციპების შესახებ. საინტერესო შეკითხვები დაისვა დღეს სასამართლო სისტემაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმებისა და მიღწევების შესახებ. შეხვედრის დასასრულს მოსამართლე მაია ვაჩაძემ კარიერის დაგეგმვის ცენტრს საჩუქრად გადასცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბუკლეტი და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარების გამოცემა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმი და ისტორიული შენობა.

ნოემბერი 2019

  • Previous month
  • Next month
ნოემბერი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi