სასამართლო შენობების მისაწვდომობაზე შშმ...

s

სასამართლო შენობების მისაწვდომობაზე შშმ პირთათვის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 11/10/2019

9 ოქტომბერს სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში“,  საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  მხარდაჭერით, სასამართლო შენობების მისაწვდომობის შეფასებაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

მოწვეულ სტუმრებს მიესალმენ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე. შეხვედრის მონაწილებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ მოკლე დოკუმენტური ვიდეო საველე კვლევის ჩატარების შესახებ. ჰარვარდის სამართლის სკოლის შშმ პროექტის უფროსი მკვლევარი, ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტი  ჯანეტ ლორდი აუდიტორიის წინაშე წარსდგა  მოხსენებით მისაწვდომი მართლმსაჯულება - საერთაშორისო ჩარჩო და საუკეთესო პრაქტიკა, კვლევის ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებზე ისაუბრა ორგანიზაციის ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ანა აბაშიძემ, პირადი გამოცდილება სასამართლო სერვისების გამოყენებისას, მობილობაშეზღუდული ადამიანების წინაშე არსებული გამოწვევები სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, წარმოადგინა კვლევის მონიტორმა კობა ნადირაძემ, თემაზე უსინათლო და მცირემხედველი პირების წინაშე არსებული ბარიერები სასამართლო სისტემაში, ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მარიანი“-ს დამფუძნებელმა მარიამ მიქიაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობითა და ასევე საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით უზრუნველყოფილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ყველა უფლებითა და თავისუფლებით სრულყოფილად და თანასწორად სარგებლობა და ასევე მათი თანდაყოლილი ღირსების პატივისცემის ხელშეწყობა. თუმცა, სამართლებრივი რეგულაციების მიუხედავად, შშმ პირებს ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ გაუმკლავდნენ მრავალ წინააღმდეგობას, რომელიც დაკავშირებულია არაადაპტირებულ გარემოსთან. ,,იმისათვის, რომ სასამართლოზე თანაბარი წვდომა და  თანაბარი საჭირო სერვისები მიეწოდოთ შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირებს, აუცილებელია გაანალიზდეს თუ რამდენად პასუხობს  სასამართლო  შეზღუდული შესაძლებლობის მქონეპირების საჭიროებებს, მოეწყოს/გაუმჯობესდეს შშმ პირებისთვის სასამართლოში ადაპტირებული გარემო და ტექნიკური აღჭურვილობა, უზრუნველყოფილ იქნეს  სამართალწარმოების დოკუმენტებისა და საპროცესო ფორმების მათთვის გასაგებ ენაზე გამოცემა და სხვა.

   დღეს წარმოდგენილი კვლევა ემსახურება სწორედ სასამართლო სისტემის რეფორმის ხელშეწყობისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და სრულყოფას, განსაკუთრებით კი შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის. ამ მიზნით ჩატარებულმა სასამართლო შენობების მონიტორინგმა გამოკვეთა ამ კუთხით არსებული მრავალი გამოწვევა, რომელთა დაძლევაც უმნიშვნელოვანესია ხელმისაწვდომობის სტანდარტის კიდევ უფრო ამაღლებისათვის.“, განაცხადა მზია თოდუამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა კვლევის ჩატარებისა და მხარდაჭერისათვის ევროსაბჭოს პროექტს ,,სასამართლო რეფრმის მხარადაჭერა საქართველოში“., ორგანიზაციას ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ასევე კვლევაში ჩართულ პირებს.

ნოემბერი 2019

  • Previous month
  • Next month
ნოემბერი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi