უზენაეს სასამართლოში ნიუ იორკის კონვენციას...

n

უზენაეს სასამართლოში ნიუ იორკის კონვენციას ღონისძიება მიეძღვნა

გამოქვეყნებულია: 11/10/2019

9 ოქტომბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, უზენაესი სასამართლოს და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის, მე-6 ყოველწლიური საარბიტრაჟო დღეების ფარგლებში, ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით დავების ალტერნატიული განვითარების საკითხებზე, გაიმართა ღონისძიება, რომელიც 1958 წლის ნიუ იორკის კონვენციას მიეძღვნა. ღონისძიება გაიმართა ეგიდით ,,1958 წლის ნიუ იორკის კონვენცია; 60 წლის და კვლავ აქტუალური“.

მოწვეულ სტუმრებს მიესალმენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ბესარიონ ალავიძე,  საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალური მდივანი ბექა ინჯია და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის მენეჯერი ლიანა ქარცივაძე.

შეხვედრას მოდერაცია უწევდა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საბჭოს წარმომადგენელი თეა მეგენეიშვილი. მოხსენებით ,,ნიუ იორკის კონვენციის ახალი ტენდენციები და გამოწვევები“ აუდიტორიის წინაშე წარსდგა პროფესორი ემანუელ გაილარდი, თემაზე ,,კომპეტენცია კომპეტენციისთვის“ პრინციპის მოდიფიკაცია, ისაუბრა ქეთევან მესხიშვილმა, UNCITRAL-ის სახელმძღვანელო ნიუ იორკის კონვენციაზე, სტუმრებს გააცნო დოქტორმა იას ბანიფატემმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2018 წლის 22 დეკემბერსპარიზშიხელიმოაწერასაქართველოსადასაერთაშორისოსავაჭროპალატისსაარბიტრაჟოსასამართლოს (ICC)შორისურთიერთგაგებისმემორანდუმს.

საერთაშორისოსავაჭროპალატისსაარბიტრაჟოსასამართლოსადასაქართველოსშორისმემორანდუმზეხელმოწერამსაქართველოსმისცაშესაძლებლობაიქცესრეგიონისბიზნესდასაარბიტრაჟოცენტრად. მემორანდუმიაყალიბებსსაქართველოსადასაერთაშორისოსაარბიტრაჟოსასამართლოსთანთანამშრომლობისსაერთოჩარჩოს, რომლისმიხედვითაცმხარეებითანხმდებიანმიმართონერთობლივიძალისხმევა, რათახელიშეუწყონსაქართველოს, როგორცსაერთაშორისოარბიტრაჟისრეგიონულიცენტრისგანვითარებასდა, ამასთან, საქართველოში „ICC-არბიტრაჟისგამოყენებისპოპულარიზაციას; ICCასევე განიხილავსსაქართველოს სავაჭროპალატასთან არსებულსაერთაშორისო საარბიტრაჟოცენტრთან (GIAC) ინსტიტუციურითანამშრომლობის შესაძლებლობას. GIAC 5 წელია რაცდაარსდა დაამ დროისთვისუკვე ითვლისდავების მნიშვნელოვანრაოდენობას, მათშორის დავებსუცხოურ კომპანიებსშორის.

აღსანიშნავია, რომ  2015 წლიდან ძალაში შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები საქართველოში არბიტრაჟის განვითარებისთვის და საქართველოს კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაში მოვიდა UNCITRAL-ის პრინციპებთან. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა 18 სექტემბერს უკვე მიიღო კანონი მედიაციის შესახებ, სამოქალაქო დავების ურთიერთშეთანხმებით, სწრაფად და ეფექტიანად მოსაგვარებლად, რაც ასევე უზრუნველყოფს დატვირთულ სასამართლოებში საქმეების ნაკადის შემცირებას. 

ნოემბერი 2019

  • Previous month
  • Next month
ნოემბერი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi