უნგრეთში საერთაშორისო ფორუმმა მუშაობა...

u

უნგრეთში საერთაშორისო ფორუმმა მუშაობა დაასრულა

გამოქვეყნებულია: 18/10/2019

ბუდაპეშტში მუშაობა დაასრულა სასამართლოსა და კომუნიკაციის მე-7 საერთაშორისო კონფერენციამ, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდნენ

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეები ეკატერინე გასიტაშვილი და ნინო ბაქაქური. ქართველი მოსამართლეები უნგრეთში მართლმსაჯულების აკადემიის მიწვევით სამუშაო ვიზიტით  იმყოფებოდნენ.

მოსამართლეები მონაწილეობდნენ სასამართლოსა  და კომუნიკაციის მე-7 საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში.კონფერენციაზე  განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სასამართლოსადმი ნდობის გაძლიერება კომუნიკაციის მეშვეობით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე სასამართლოს ურთიერთობა საზოგადოებასთან, სასამართლოს მისია ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობაში, სასამართლოს შიდა კომუნიკაცია და პერსონალის მოტივაციის მნიშვნელობა. ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას ცხრამეტი ქვეყნის მოსამართლეები ესწრებოდნენ.

ნოემბერი 2019

  • Previous month
  • Next month
ნოემბერი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi