მზია თოდუა ევროსაბჭოს და ACT-ის კვლევის...

o

მზია თოდუა ევროსაბჭოს და ACT-ის კვლევის პრეზენტაციას დაესწრო

გამოქვეყნებულია: 23/10/2019

დღეს 23 ოქტომბერს ,,შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში’’, გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის  - ,,სასამართლო რეფორმის მხარდაჭრა საქართველოში“ - ფარგლებში ,,ეისითის“ კვლევის პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა საერთო სასამართლოების მართვის რგოლში  ქალი მოსამართლეების დაბალი წარმომადგენლობითობის განმსაზღვრელ ფაქტორებს. კვლევა მოამზადა ,,ეისითი“-მ ევროპის საბჭოს პროექტის მხარდაჭერით, რომელიც ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის რესპუბლიკის, ლატვიის, ნორვეგიის, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება. რატომ გვხვდება ქალი მოსამართლეების დაბალი წარმომადგენლობა საერთო სასამართლოების მართვის რგოლში - ეს იყო კითხვა, რომელზეც გაიმართა ფართო დისკუსია კვლევის წარდგენის შემდეგ.   კომპანია ,,ეისითიმ“ (ACT), კვლევა ჩაატარა თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით. კვლევისას გამოიკითხნენ მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლ;ესი საბჭოს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, პარლამენტისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე - იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ მზია თოდუამ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან გზირიშვილმა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვლეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირს, სხვა დონორი ორგანიზაციების წარმომადგნელებს საქართველოში სასამართლო რეფორმისა და იმ მნიშვნელოვანი კვლევების მხარდაჭერისათვის, რომელთა რეკომენდაციების გამოყენებაც ხელს უწყობს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას და მისი ეფექტურობის გაზრდას. მზია თოდუამპირადი გამოცდილების გაზიარებით, ისაუბრა მოსამართლე ქალის როლზე, მის მნიშვნელობაზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას, მოსამართლის, როგორც ხელმძღვანელი პირის და მენეჯერის პოზიციის მნიშვნელოვან ასპექტებზე, თავდადებაზე, პასუხისმგებლობაზე, კოლეგიალობაზე, მოსამართლეებთან ურთიერთობისა და მათთვის კარგი სამუშაო გარემს შექმნის პასუხისმგებლობაზე., რომელსაც ხშირად აწყდება მოვალეობის შესრულებისას ხელმძღვანელ პოზიციაზე მყოფი მოსამართლე ქალბატონი. ,,როდესაც ქალები არიან მენეჯერულ პოზიციებზე ისინი არიან უფრო მობილიზებულნი, შეუძლიათ პასუხისმგებლობის აღება და აქვთ სწრაფი კონცენტრაციის უნარი. ეს კვლევები სწორედ იმიტომ ტარდება, რომ გავაუმჯობესოთ მდგომარეობა სასამართლოში. ჩვენ, ქალები ერთგულები ვართ, შეგვიძლია მხარში დგომა, პრობლემების გადაჭრა. ამიტომ მამაკაცებმა მეტი ნდობა უნდა გამოგვიცხადონ. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმიჯისთვის, რომ არ ვართ მამაკაცებზე ნაკლები და დავიცვათ ჩვენი უფლებები”, განცხადა მზია თოდუამ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დღეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებში გენდერული ბალანსი 53% შეადგენს. ხოლო უზენაეს სასამართლოში 32%-ია.  კვლევამ გამოავლინა შესაძლო წამახალისებელი მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს მეტად დაბალანსებულ ქალ მოსამართლეთა წარმომადგენლობას მენეჯერულ პოზიციებზე: სასამართლო საქმიანობასთან დაკავშირებული დატვირთვის შემცირება, თავმჯდომარისთვის მენეჯერული ფუნქციების ჩამოშორება, ანაზრაურებადი დეკრეტული შვებულების ვადის გაზრდა და შედარებით მოქნილი სამუშაო გრაფიკი. ქალის კარიერული წინსვლის შემაფერხებელ ბარიერად დროის სიმცირე გამოიკვეთა. კაცი კოლეგებისაგან განსხვავებით ქალი მოსამართლეები ხშირად იბრძვიან სამუშაოსა და ოჯახს შორის ბალანსის დაცვისთვის. ადმინისტრაციული საქმეების ტვირთი, რომელიც სასამართლო სისტემაში მენეჯერულ პოზიციას უკავშირდება, პოზიციას ნაკლებად მიმზიდველს ხდის. სასამართლოების/კოლეგიების/პალატების თავმჯდომარეების დანიშვნის კრიტერიუმებზე კვლევის შედეგად ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიცია გამოიკვეთა. არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა აზრით, დადგენილი კრიტერიუმებისა და პროცედურების არარსებობა პრობლემურია, რადგან გაუმჭვირვალე პროცესი საშუალებას აძლევს სხვადასხვა ჯგუფს, მიიღონ სუბიექტური გადაწყვეტილებები, მოსამართლეები კი ფიქრობენ, რომ კრიტერიუმების დაწესება მოსამართლეებისთვის მენეჯერულ პოზიციებზე დანიშვნისას შეიძლება ეფექტიანი არ იყოს. კვლევაში მონაწილე მოსამართლეების აზრით, სისტემას აქვს ორი ძირითადი გამოწვევა, რომელიც არ უკავშირდება გენდერს, არამედ ნდობასა და სასამართლოს გადატვირთულობას.

კვლევა ,,საქართველოს  საერთო სასამართლოების მართვის რგოლში  ქალი მოსამართლეების დაბალი წარმომადგენლობითობის განმსაზღვრელ ფაქტორები“ წარმოადგინა ,,ეისითის“ ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის წარმომადგენელმა კესო ესებუამ, პანელურ დისკუსიას უძღვებოდა მოდერატორი ნინო ჯანაშია - კონსულტანტი გენდერული თანასწორობისა და ადამინიას უფლებების საკითხებში, დისკუსიაში მონაწილეობდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ქალ მოსამართლეთა ასოციაციის გამგეობის აღმასრულებელი დირექტორი თამარ ალანია, კავშირი ,,საფარის“ აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია. პრეზენტაცია შეაჯამა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ.

ნოემბერი 2019

  • Previous month
  • Next month
ნოემბერი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi