მზია თოდუამ ბელარუსის საელჩოს ეკონომიკური...

i

მზია თოდუამ ბელარუსის საელჩოს ეკონომიკური ატაშე მიიღო

გამოქვეყნებულია: 29/10/2019

29 ოქტომბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური ატაშე გენადი კლიგა ეწვია, რომელიც მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემმზია თოდუამ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეები ზურაბ ძლიერიშვილი და პაატა ქათამაძე. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები სამართლებრივი მიმართულებით. მზია თოდუამ ელჩს გააცნო საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმის მიმდინარეობის პროცესი და  ის მიღწევები, რაც სისტემაში განხორციელდა რეფორმის შედეგად. ეკონომიკური ატაშე დაინტერსდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა გამწესების  პროცესით და სასამართლო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების საკითხებით.

ნოემბერი 2019

  • Previous month
  • Next month
ნოემბერი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi